ნამცხვრების რეცეპტები / Namcxvrebis Receptebi » Statusebi.Net - სასაცილო სტატუსები, სასიყვარულო სტატუსები, სტატუსები მონატრებაზე

მეგობარი საიტები
TOP სიახლეები
 

ნამცხვრების რეცეპტები / Namcxvrebis Receptebi  
სხვა | კომენტარები: [0]
28-12-2011, 19:13
ნამცხვრების რეცეპტები / Namcxvrebis Receptebi
თხილის რულეტი
2 ჭიქა ფქვილი,200გრ მარგარინი,200გრ მაწონი და დანით ერთმანეთში ავურევთ, ხელით ერთად მოვაგროვოთ მასა, გავყოთ 2 ნაწილად და მაცივარში გავაჩეროთ 1 საათი. გული: 1 ჭიქა შაქარი,1 ჭიქა გატარებული თხილი ვანილი ცოტა ლიქიორი გემოვნებით და მიხაკ-დარიჩინი. ოთხად გაყოფილი ცომი სათითაოდ გავაბრტყელოთ ,გული გავშალოთ მთლიან ცომზე და გადავახვიოთ რულეტივით .ამის მერე, შევდოთ ღუმელში ზევიდან რო დაიბრაწება უკვე მზად არის. ძალიან გემრიელია

ბანანის რულეტი
4კვერცხის ცილის და შაქრისგან გავაკეთოთ ბეზე, დავუმატით 4კვერცხის ცილა, 1სკ თაფლი 1სკ სოდა და 1ჭიქა ფქვილი. დავასხათ კალკაზე და გამოვაცხოთ. გავაკეთოთ კრემი 200გრამი მარგარინი და ნახევარი ქილა სგუშონით. წავუსვათ კრემი გამომცხვარ ბისკვიტს და დავადოთ ერთი ბანანი. გადავახვიოთ და მზად არის. ზემოდან რულეტს წავუსვათ თავზე კრემი და დავაყაროთ ფერადი ქოქოსი.


იდეალი
3 კვერცხი, 1-1/2 ჭიქა შაქარი, 3 კოვზი თაფლი, 1ჭიქა გატარებული ნიგოზი, სოდა, ძმარი, ვანილი, 100გრ. მარგარინი, 4 ჭიქა ფქვილი, გამოვაცხოთ 2 ფენად. კრემი: 1 სგუშონი მოხარშული, 100გრ. კარაქი და 1ჭიქა გატარებული ნიგოზი.

ალუბლის ნამცხვარი
დაგჭირდებათ: 2(კგ) ალუბალი, 550(გ) ფქვილი, 200(გ) რძე, 500(გ)კარაქი, 150(გ) შაქარი. მომზადების წესი: ალუბალს გამოაცალეთ კურკები, კარაქი ათქვიფეთ მიქსერით, გადმოიტანეთ რკინის ჭურჭელში, დააყარეთ ფქვილი, დაასხით რძე და დააყარეთ შაქარი.მასას დააწყვეთ ალუბალი და შედეთ ღუმელში. გააჩერეთ 20-30 წუთი და უგემრიელესი ალუბლის ნამცხვარი მზადაა!

შოკოლადის ნამცხვარი
350გრ ფქვილი, 1 კვერცხი, 200გრ ნაღების კარაქი, 100გრ შაქრის ფხვნილი, 70გრ გახეხილი შოკოლადი - მოვზილოთ ცომი. გავაბრტყელოთ თხელ ფენად და გამოვჭრათ სხვადასხვა ფორმის ცომის ნაჭრები. გამოვაცხოთ ზომიერ ცეცხლზე ცხიმწასმულ მაღალ ტაფაში.

''გარგარის'' ნამცხვარი
250გრ ფქვილი, ვანილი გემოვნებით, 280გრ ნაღების კარაქი და 3 კვერცხის გული - მოვზილოთ ცომი და გავათხელოთ. დავჭრათ ჭიქით მრგვალ ფორმებად. შევურიოთ 3 კვერცხის ცილა 280გრ შაქრის ფხვნილს და წავუსვათ ეს ნარევი ცომისგან გამოჭრილ მრგვალ ფორმებს. გამოვაცხოთ ქურაში ღია-ყავისფერამდე. როდესაც ნამცხვარი გაცივდება, მის ბრტყელ ძირებს წავუსვათ გარგარის მურაბა და მივადოთ ერთი მეორეს.


პრეზიდენტი
ცომი: 4 კვერცხის გული, 1 ჭიქა შაქარი, 100 გრ გამდნარი კარაქი, 1 ჭიქა მაწონი, 1 კოვზი სოდა, 4 ჭიქა ფქვილი. გამოვაცხოთ 2 ნაწილად. ბეზე: 4 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, დავუმატოთ 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, კარგად ავთქვიფოთ და გამოვაცხოთ 3 წთ–ის განმავლობაში. კრემი: 200 გრ კარაქი ავთქვიფოთ, შევურიოთ 2 ცალი სგუშონი (უმი)+1 ჭიქა გათლილი ნიგოზი. 1 ფენა+კრემი+ბეზე+კრემი+2ფენა+კრემი და ბოლოს დავახეხოთ შოკოლადი.


კიკიმორე
ცომი. 8 კვერცხი, 1,5 ჭიქა შაქარი, 100 გრ კარაქი, 2 ჭიქა არაჟანი, 1 ჩ/კ სოდა, 2 ჭიქა ფქვილი. დავასხათ კალკიან ჟარუნაზე და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება დავახეხოთ რომელიმე ხილი (მარწყვი, ვაშლი, ატამი და ა.შ.) და მოვაყაროთ გათლილი ნიგოზი. როცა გაცივდება წავუსვათ კრემი. (0,5 ჭიქა რძე, 3/4 შაქარი, 0,5 ჭიქა ფვილი წამოვადუღოთ და გავაცივოთ, შემდეგ შევათქვიფოთ 150 გრ კარაქი და ვანილი). ბოლოს მოვასხათ შოკოლადი.


ხილის ტორტი
ავიღოთ პეჩენია (ზაკუსკა ) და პატარა ნატეხებათ დავამტვრიოთ,აურიოთ პეჩენიის ნაწილი კრემში და მოვალაგოთ გაშლილ ვაზაში,მოვაყაროთ კუბიკებათ დაჭრილი ბანანი,კომპოტის ატმები,(ისიც კუბიკებათ დაჭრილი)და რაც შეიძლება ბევრი მიწის თხილი ან კაკალი,მოვალაგოთ პეჩენია და გადაუსვათ კრემი,ასე გავაკეთოთ ფენა-ფენა,ზემოდან კრემი უნდა იყოს,რომელსაც მოვაყრით კაკალსა და გახეხილ შოკოლადს.კრემი:1ლ რძე,1ჭ შაქარი, 1ჭ ფხვილი,ვანილი და 100-150გრ კარახი.შაქარი და ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში შემდეგ გავხსნათ რძეში,შევდგათ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ.როცა გაცივდება შევურიოთ კარაქი და ვანილი. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ.


იმპერატორი

მასალა: 5 ც. კვერცხი, 3ს/კ.თაფლი, 4ს/კ.მაწონი, 1კგ. ფქვილი, 1კგ. შაქარი, 3 ც. მარგარინი, 1პ. მიწის თხილი, 1 პ. კაკაო და ვანილი, 1კგ. ვაშლი, 1ც. მოხარშული სგუშონი. ცომის მომზადება: ავიღოთ 7ჭ. ფქვილი+3ჭ. შაქარი++3ს/კ. თაფლი+4ს/კ მაწონი სოდასთან ერთად+5ც.კვერცხის გული+2პ. მარგარინი=კავაკეთოთ რბილი ცომი,შევდგათ მაცივარში 30 წთ...შემდეგ გვყოთ 3 ნაწილად და ცხიმ წასმულ ქაღალდზე გავიყვანოთ და გამოვაცხოთ. კრემი: 1პ.მარგარინი ამოვიყვანოთ კარგად და დავამატოთ ვანილი და სგუშონი. ბეზე:5ც. კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ კარგად 3ჭ. შაქართან ერთად და დავამატოთ 1კგ. ვაშლი გახეხილი. 1ფენას წავუსვათ კრემი, 2 ფენას ბეზე ყველა,3 ფენას კვლავ კრემი ,მიწის თხილი და მინანქარი.


სესილი

6კვერცხი, 2ჭ შაქარი, 4კოვზი თაფლი ან მურაბის წვენი, 100გრ კარაქი ან მარგარინი, 2ჩკ სოდა, ვანილი, 3სკ კაკაო, 5ჭ ფქვილი, ქიშმიში ნახევარი კოლოფი. გავაკეთოთ გოგლი მოგლი 6კვერცხით და ორი ჭიქა შაქარით,შევდგათ ორთქლზე თასით,დავუმატოთ თაფლი + კარაქი + სოდა + ვანილი, ვაცალოთ ცოტა ამოსვლა ორთქლზე + კაკაო + პ ფქვილი, შევზილოთ კარგად, ვაცალოთ 10 წთ. შემდეგ დავასხათ 1ჭ ფქვილ დაყრილ ჭურჭელზე და შევზილოთ. გავყოთ 5-6 ნაწილად და გამოვაცხოთ გაბრტყელებული ცალ–ცალკე. კრემი მოხარშული და ცივი ერთად+ქიშმიში, მივირთვათ გემრიელად ,ძალიან გემრიელი ნამცხვარია.


ატამი

6 კვერცხი, 1 ბანკა მაწონი, 400 გრამი მარგარინი, 1ჩ/კ სოდა. 5ჭ. შაქარი, ძმარი, ვანილი. ფქვილი, რასაც შეიზელს გამოვაცხოთ გუნდები და დავაწეპოთ პავიდლოთი. შემდეგ ამოვავლოთ წითელ და ყვითელ ფერში .მოვაყაროთ შაქარი. გემრიელად მიირთვით.


მიკი

10 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჭიქა ნახევარი ფქვილი, 1 ჭიქა ნახევარი შაქარი, ვანილი, სოდა ძმრით, 2 მოხარშული სგუშონი, 200 გრამი კარაქი. ავიღებთ 10 კვერცხის ცილას, გავაკეთებთ კარგ ბეზეს, დავამატებთ შაქარს, ვთქვიფავთ კიდევ კარგად, დავამატებთ თაფლს, ვანილს, სოდა ძმრით და ბოლოს ფქვილი. ელექტრო ღუმელს გავაცხელებთ კარგად 250-300 გრადუსამდე. ცხიმწასმულ ჟარუნაზე ანუ ცხიმში იგულისხმება ზეთი , დავასხამთ ზუსტად ორად გაყოფილ ცომის ნახევარს. ანუ ვასხამთ მთლიანი მასის ნახევარს და ვაცხობთ. ორივე ფირფიტა რომ გაცივდება კარგად, ამ დროს ვთქვიფავთ კარგად კარაქს, ვამატებთ ვანილს და ბოლოს ორივე სგუშონს ნელ–ნელა უსვამთ ფირფიტებს კარგად, ცოტას ზევიდან და მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან მინანქარი მოვასხათ.


N&N (ნუშით ნამცხვარი)

ავიღოთ თასი და ჩავფშვნათ შიგნით ერთი შეკვრა ნუშის ნამცხვრები, შემდეგ დავასხათ ზედ 200 გრამი ნატურალური ფორთოხლის, ანანასის ან ვაშლის წვენი, კიდევ დავასხათ 100 გრამი გამდნარი კარაქი, შემდეგ ავურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად და გავაჩეროთ 5 წუთი. მერე გადავიღოთ ჭიქებში. გემრიელად მიირთვით


ნაპოლეონი

1ჭ. თბილი წყალი, კოვზის წვერზე სოდა, ამდენივე მარილი, ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ რბილი ცომი. ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად, თითოეული ცომის ნაწილში ჩავდოთ, გულის ერთი ნაწილი და შევუკრათ პირი, ხაჩაპურისებურად გავაბრტყელოთ, შემდეგ დავდოთ მაცივარში, 15 წუთით.ბშემდეგ გამოვიღოთ და ისევ გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ გაწითლებამდე. გული: 300გრ. მარგარინი+1,5ჭ ფქვილი, ავსრისოთ და გავყოთ 3-4 ნაწილად. კრემი მოხარშული: 2კვ.+2ჭ.შაქარი გავაკეთოთ გოგლიმოგლი, შემდეგ 4 სუპრის კოვზი ფქვილი +1ლ თბილი რძე. ავურიოთ სწრაფად, რომ არ აიჭრას, დავდგათ ნელ ცეცხლზე, და განუწყვეტლივ ვურიოთ ერთი მიმართულებით.


სნიკერსი

6 კვერცხი 2 ჭ. პესოკი 8 ს.კ. მიწის თხილი ან გატარებული ნიგოზი. 200 გრ. გამდნარი კარაქი. 2 ჩ.კ. სოდა ძმრით და ვანილი 4 ჭიქა ფქვილი, გავაკეთოთ 2 ფენად. კ რ ე მ ი: 2 ცალი მოხარშული სგუშონი, 1 კოლოფი კარაქი აურიოთ ერთმანეთში, 1 ჭ. მოხალული მიწის თხილი და ქიშმიში.

წყარო:ინტერეს.გე
  ავტორი: Admin

ასევე იხილეთ:

სამარხო ნამცხვრები / Samarxo namcxvrebi სამარხო ნამცხვრები / Samarxo namcxvrebi
სამარხვო ფხვიერი ნამცხვარი, ადვილი მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი

L o V e სტატუსები L o V e სტატუსები
1.ერთად ვსუნთქავთ... და ერთად ვართ.. ერთი გული გვაქვს..რასაც კი არ ვიყოფთ..ვაერთიანებთ... ♥ 2.♥-მე თქვენთან ერთად მთელი ცხოვრება მინდა, მე თქვენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა........!!! 3.მე თქვენს ”დონეზე” არასდროს არ ვეცემი...მე ჩემი ”სიმაღლე” მაქვს სადამდეც თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვალთ.... 4.იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ....!

ლამაზი სტატუსები სიყვარულზე ლამაზი სტატუსები სიყვარულზე
1.ერთად ვსუნთქავთ... და ერთად ვართ.. ერთი გული გვაქვს..რასაც კი არ ვიყოფთ..ვაერთიანებთ... 2.-მე თქვენთან ერთად მთელი ცხოვრება მინდა, მე თქვენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა. 3.მე თქვენს ”დონეზე” არასდროს არ ვეცემი...მე ჩემი ”სიმაღლე” მაქვს სადამდეც თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვალთ.... 4.იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ 5. ჩამიხუტე , მითხარი, რომ ვერ მელევი და არასდროს მომინდება შენგან გაქცევა ..

სტატუსები სიყვარულზე სტატუსები სიყვარულზე
1) იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ. 2) გავუძლოთ ერთად ზამთრის სიცივეს და ერთმანეთის სევდა გავლიოთ, ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე ვაჯობოთ მარტს და იქით ავრიოთ. 3) მე ვყოფნიდი ჩემს მარტოობას, ვავსებდი და ვაფერადებდი ნაცნობი და მარტივი ხმებით,ვცდილობდი, რომ ქალაქის რიტმში ტროტუარებზე უსაფრთხოდ ევლო, ვასწავლიდი ღამის გათევას, მე ვყოფნიდი ჩემს მარტოობას შენამდე. 4) ყველაფერი ხარ, რაც მე მიყვარს, და რაზეც ვფიქრობ, უკვდავებასაც დავიბრალებ, ჩემი რომ იყო.. 5) ღალატი სიყვარულში - ეს ყველაზე საშინელი თვალთმაქცობაა და სამუდამო დანაკარგი, რომელსაც ვერაფერი აანაზღაურებს.... და ვერც დრო კურნავს!

საბავშვო ლექსები / Sabavshvo Leqsebi საბავშვო ლექსები / Sabavshvo Leqsebi
კრუხი ახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრუხი არის, როგორ შემომაფრინდა! ამის შემდეგ მე მაგასთან ლაპარაკიც არ მინდა. შენიაო წიწილები, თუგინდ მითხრათ ასჯერაც, სანამ კრუხს არ მომაშორებთ, არავისი არ მჯერა. სხვა ლექსები ნახეთ სრულიადში...

სხვადასხვანაირი სტატუსები სხვადასხვანაირი სტატუსები
1. ნეტა ორი ვიყო, ორმაგად მოგიშლიდით ნერვებს… ! ! ! 2. როდესაც მე მინდა რამე ჭკვიანური მოვისმინო, მე ვიწყებ ლაპარაკს.. 3. არავის ვჩუქნი ოქროებს, ვერცხლებს და არ ვარიგებ ქათინაურებს, თუ ვამბობ, ვამბობ, მხოლოდ სიმართლეს, მძულს, ვინც არიგებს ცრუ დაპირებებს. 4. დიდი სიყვარულისთვის დიდი პატიება უნდა შეგეძლოს..**** 5. არასოდეს იარო ნიღაბით,იყავი ლომიც და მელაც,ოღონდ იცოდე რა,სად და როდის!. ​ ​****

სევდიანი სტატუსები სიყვარულზე სევდიანი სტატუსები სიყვარულზე
1) სიცილი მიყვარს, თბილი და გულიდან წამოსული ნამდვილი და გადამდები ტკივილს რომ გიყუჩებს და სიცოცხლეს რომ გაგრდზზნობინებს .... ცრემლებიც მიყვარს ოგონდ სიყვარულის და ბედნიერების.. 2) ,,შენზე ფიქრში სიყვარული მათოვდა, მონატრება გადაიქცა მათხოვრად..." 3) მტკივხარ ადამიანო, ჩემი გულის, სულის ერთადერთი დანაკარგი ხარ, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის.შენ ჩემთვის ისევ ჩემი ერთი ცალი ხარ!!. 4) დარდი რა იყო არ ვიცოდი შენ შემასწავლე, ცრემლი თვალიდან არ მდიოდა ეხლა ვტირივარ, ჩუმად უთქმელად ვიფერფლები ჩემს სიყვარულში ,მარტოობის და უბედურების ერთი გმირი ვარ !! 5) ჩემთვის სულ მოგება არ უსწავლიათ , მე მხოლოდ მასწავლეს როგორ ავმდგარიყავი დაცემის შემდეგ ..!

გამოქვაბულში ძალიან ბნელა გამოქვაბულში ძალიან ბნელა
გამოქვაბულში ძალიან ბნელა, უცნობი მაინც რაღაცას ხედავს, გამოქვაბული ჩემი გულია ის უცნობი კი ვიღარც ქურდია, გოგონა ანთებს სინათლეს შიგნით თავის თვალებით და თავის ფიქრით, შემოიჭრება ჩემთან სულ ახლოს და შემდეგ ქრება, როგორც არასდროს.

სტატუსები სიყვარულზე / Statusebi Siyvarulze სტატუსები სიყვარულზე / Statusebi Siyvarulze
1=) როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება. მაშინ მოუხმე თვით შეგონებას თქვი ყველაფერი კარგად იქნება.... 2=)უსიტყვოდ, მინდა გითხრა მიყვარხარ, ხელშეუხებლად მინდა გეფერო, და თითო წამი ჩემი ცხოვრების, მინდა რომ მხოლოდ შენ შემოგწირო... 3=)იყავი სულით ლამაზი და გული გქონდეს წმინდა!! აი ეს არის მთავარი თუ არსებობა გინდა!!

Axali wlis milocva / ახალი წლის მილოცვა Axali wlis milocva / ახალი წლის მილოცვა
Axali wlis milocva ახალი წლის მილოცვა axali wlis misaloci leqsebi ახალი წლის მილოცვა ახალ წელიწადს, წლის თავსა გიკვლევ ვაზისა რქითამცა, შენიმცა სახლი ავსილა ტყავ-კაბა-ზარბაბიმთაცა; ცხენზედამც შაგისხდებიან მშვილდისრიანნი, ხმლითამცა, კარზედამც მოგადგებიან ცხენ-ჯორა-მაფრაშითამცა; ტახტზედამც დაგიდგებიან თავ-ოქრო-გვირგვინითამცა, მტერი სუ დაგიბრმავდების, ეშმაკი – ხმელით-ცითამცა, მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს, მოყვარე მრავალგზითამცა; პურ-ღვინო დაულეველი, ვით მონადირე წყლითამცა; სიცოცხლე - გახარებული, მოუწყინარი დღითამცა; ასრე დასტკბი ამ ქვეყანას, ვით თაფლი ფუტკრის სკითამცა, უხვადამც მოგეცემოდეთ თვალ-მარგალიტი ზღვითამცა.

News

The Wolf of Wall Street / მგელი უოლ სტრიტიდან (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: მგელი უოლ სტრიტიდან ორიგინალი დასახელება: ...

Into the Wild / ველურ პირობებში (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ველურ პირობებში ორიგინალი დასახელება: Into the ...

Cidan sam metrze 2 / ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ ...

Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი (ქართულად)
დასახელება: Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი გამოსვლის წელი: 1997 ჟანრი: დრამა ...

The Curious Case of Benjamin Button / ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე (ქართულად)
დასახელება: ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე ორიგინალი დასახელება: The Curious Case Of ...

The Intouchables / ხელშეუხებელნი (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ხელშეუხებელნი ორიგინალი დასახელება: Intouchables ...

The Experiment / ექსპერიმენტი (ქართულად)
წელი: 2010 ხანგრძლივობა: 1 საათი 36 წუთი ქვეყანა: აშშ , ჟანრი: დრამა , ტრილერი ...

American History X / ამერიკული ისტორია X (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ამერიკული ისტორია X ორიგინალი დასახელება: ...

statusebi