სიმაღლეში ზრდა / Simagleshi Zrda » Statusebi.Net - სასაცილო სტატუსები, სასიყვარულო სტატუსები, სტატუსები მონატრებაზე

მეგობარი საიტები
TOP სიახლეები
 

სიმაღლეში ზრდა / Simagleshi Zrda  
სხვა | კომენტარები: [0]
28-12-2011, 19:08
სიმაღლეში ზრდა / Simagleshi Zrda
ალბათ ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი, როცა ზრდას დაასრულებს. როგორ შეიძლება დავაჩქაროთ და ხელი შევუწყოთ ბავშვის სიმაღლეში ზრდას, რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო?

ცნობილია, რომ სიმაღლე გენეტიკურად განისაზღვრება და დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების სიმაღლეს, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც მაღალ მშობლებს დაბალი შვილები ჰყავთ და – პირიქით. თუ დედისა და მამის სიმაღლე ერთმანეთისგან მნიშვნელოვნადაა განსხვავებული, ბევრად მარტივია იმ საშუალო სიმაღლის დადგენა, რომელსაც ბავშვი ზრდასრულობისას მიაღწევს.

გინდათ, იცოდეთ, რა სიმაღლის შეიძლება გაიზარდოს თქვენი შვილი? შეგიძლიათ ასე გამოითვალოთ: ორივე მშობლის სიმაღლის მაჩვენებლის ჯამი უნდა გაყოთ ორზე და მიიღებთ იმ საშუალო მაჩვენებელს, რა სიმაღლისაც იქნება შვილი. ბუნებრივია, ეს მიახლოებული რიცხვი იქნება.

მოგეხსენებათ, მამაკაცები უფრო მაღლები არიან, ვიდრე ქალები, ამიტომ გოგონების სიმაღლის დადგენა უფრო იოლია (მშობლების სიმაღლის მონაცემების მიხედვით), ვიდრე ბიჭების. მაგალითად, თუ მამის სიმაღლე 180 სმ–ია დედის კი – 160 სმ, საშუალო არითმეტიკულის მიხედვით, გოგონას სიმაღლე ამ შემთხვევაში მერყეობს 170–165 სმ–ს შორის. ბიჭის შემთხვევაში სიმაღლე დაახლოებით უნდა იყოს 175,5, გოგოსი კი – 162,5 სმ. ბიჭები უმეტეს შემთხვევაში მამის ხაზს მიჰყვებიან, ანუ მათი სიმაღლე მამის, პაპის ან ბიძის მსგავსი იქნება, გოგონების სიმაღლის განმსაზღვრელი კი დედის ხაზი გახლავთ.

სიმაღლის გამოსათვლელად მრავალი მეთოდი არსებობს, რომლებიც მეტნაკლებად გვაძლევს საშუალებას, წინასწარ განვსაზღვროთ შვილის სიმაღლე. მათემატიკური გამოთვლები ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი, მაგრამ ბუნებას თავისი კანონები აქვს. ამ კანონების მიხედვით ბავშვის ზრდა არის პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე, ცხოვრების წესზე, კვებაზე, გენეტიკაზე და ა.შ. ადამიანის ორგანიზმი სრულად 22–25 წლის ასაკში ფორმირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ ასაკამდეა შესაძლებელი სიმაღლეში ზრდა.

ყველა ბავშვს აქვს ზრდის შედარებით აქტიური პერიოდები. ეს ძალიან ინდივიდუალურია და ამ პერიოდის წინასწარ დადგენა შეუძლებელია. ეს ბევრადაა დამოკიდებული ჰორმონებზე.

ჰორმონები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ადამიანის ცხოვრებაში. ნერვულ სისტემასთან ერთად ისინი პრაქტიკულად მართავენ ორგანიზმს. სიმაღლის რეგულირება კი ხდება არამარტო გენებში ჩალაგებული უჯრედებით, არამედ ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი ჰორმონებით, რომლებიც ან აჩქარებენ სიმაღლეში ზრდის პროცესს, ან პირიქით, აფერხებენ.

არსებობს ერთი ჰორმონი, რომლის დეფიციტს ან სიჭარბეს ზრდის პროცესის შეფერხებამდე მივყავართ. ამის გამო მას დამსახურებულად უწოდებენ “სიმაღლის ჰორმონს”. მისი მკვეთრი ნაკლებობის შემთხვევაში ადამიანი რჩება ლილიპუტი, ხოლო ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გიგანტიზმი გამოიწვიოს.

თუ ბავშვს ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს, მაშინ მისი ზრდის პროცესი გარკვეულ წესებს ექვემდებარება. ამ წესების თანახმად, რაც უფრო პატარა ასაკისაა ბავშვი, მით უფრო სწრაფად იზრდება. საერთო ფონზე საჭიროა გამოვყოთ სწრაფი ზრდის განსაკუთრებულად აქტიური პერიოდი – ეს არის სიცოცხლის პირველი წელი. ასეთი სწრაფი ზრდის პერიოდი ადამიანის ცხოვრების სხვა ეტაპზე არ ფიქსირდება.

პირველი პერიოდი – ნორმალური ახალშობილის სიგრძე 48–55 სმ–ია. ნორმის თანახმად, სიცოცხლის პირველ წელს ბავშვმა სიმაღლეში 20–25 სმ უნდა მოიმატოს. თუ მისი წონა და სიმაღლე ნორმის საზღვრებში არ ჯდება, ეს საბაბია, რომ მშობლებმა სპეციალისტს მიმართონ.

მეორე პერიოდი – სიცოცხლის მეორე წელს ბავშვები სიმაღლეში დაახლოებით 8–12 სმ–ს იმატებენ; მესამე წელს – 10 სმ–ზე ნაკლებს. უკვე 3 წლიდან მატება 4 სმ–ს ან ცოტა მეტს შეადგენს. ზოგადად ზრდის პირველი პიკი 4–5 წლის ასაკშია, მეორე – 12–14. ამ პერიოდში მოზარდმა 8–12 სმ შეიძლება მოიმატოს სიმაღლეში. შემდეგ კი ზრდას ჩვეულებრივად (4 სმ) აგრძელებს და 18–20 წლისათვის პრაქტიკულად სიმაღლეში ზრდის პროცესი სრულდება.

ზრდის პროცესისათვის მეტად მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც.

დღის რეჟიმი – ის პატარას ასაკის შესაბამისად უნდა იყოს განსაზღვრული და სწორად უნდა იყოს დაგეგმილი ბავშვის აქტიურობის და დასვენების პერიოდები. როგორც მეცნიერებმა გამოკვლევებით დაადგინეს, სიმაღლეში ზრდის ჰორმონების 70% ძილის პერიოდში გამომუშავდება. თუ პატარა სათანადოდ არ არის დასვენებული და გამოძინებული, სიმაღლეში ზრდის პროცესის შეფერხების ალბათობა მაღალია.

ფიზიკური აქტივობა – სპორტის სახეობები, სადაც საჭიროა ხტომა, სირბილი, ცურვა, მსუბუქი ათლეტიკა, სიმაღლეში ზრდის ჰორმონის სტიმულირებას ახდენენ, ხოლო სახეობები, რომლებიც მოითხოვენ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, ჩხუბს, მაგალითად, მძიმე ათლეტიკა – პირიქით, ზრდის ჰორმონს აფერხებენ.

დაბოლოს, არსებობს სიმაღლეში ზრდის სპეციალური მასაჟები და ვარჯიშები, რომელთა დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა. ამ შემთხვევაში შედეგი ინდივიდუალურია და მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

წყარო: იცოდე.გე
  ავტორი: Admin

ასევე იხილეთ:

Qalishvilobis Dakargva / ქალიშვილობის დაკარგვა Qalishvilobis Dakargva / ქალიშვილობის დაკარგვა
ადამიანმა ქალიშვილობა შეიძლება დაკარგოს ნებაყოფლობით ან არანებაყოფლობით (მაგ. გაუპატიურების შემთხვევაში). ტერმინი ქალიშვილით მოიხსენიება სექსუალურად გამოუცდელი ქალი. ქალიშვილობის დაკარგვა ჰეტეროსექსუალური კავშირის დროს ხდება ვაგინალური სექსის დროს, თუმცა სხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს შორის ქალიშვილობაში შეიძლება მოიაზრებოდეს ნებისმიერი საეობის სექსში გამოუცდელობა.

მამაკაცის გულის მოგების ხერხები მამაკაცის გულის მოგების ხერხები
მამაკაცის გულის მოგების ხერხები

2012 წელი დრაკონის წელი / 2012 Drakonis celi 2012 წელი დრაკონის წელი / 2012 Drakonis celi
2012 წელი დრაკონის წელიწადი / 2012 Drakonis weli რისი წელია 2012 ? ეს არის დრაკონის , ანუ არარეალური ცხოველის წელი, ეს ილუზიაა, საკარნავალო ფიგურის მსგავსად, მაგრამ ამის მიუხედავად , დრაკონი სულ იარსებებს, იგი დაიწვება და აღდგება ფერფლისგან ყოველ ახალ წელიწადს. 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012 , 2024 , 2036 ეს დრაკონის წლებია , მომავალი ანუ 2012 წელი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა აღზევების წელია......

საინტერესო სტატუსები საინტერესო სტატუსები
1) ჭეშმარიტ სიამოვნებას მხოლოდ სიკეთე და გულმოწყალება ანიჭებს ადამიანს. 2) ჭკვიანები ვარსკვლავებამდე მანძილს გრძნობენ, ხოლო სულელები – ეთამაშებიან. 3) ჭირს თუ არ ებრძვი, ნიშნავს, რომ ეგუები მას. 4) ჭირს რაც მეტად შეუშინდები, მით უფრო გულმოდგინედ მოგეძალება. 5) ჭირს რომ თმების გლეჯა შველოდეს, ყველა მელოტი ბედნიერი იქნებოდა.

ბრძნული აზრები / Brdznuli azrebi ბრძნული აზრები / Brdznuli azrebi
სულელიც კი, თუ ის დუმს, შეიძლება, ბრძენად ჩაითვალოს- სოლომონ მეფე ღმერთი - ისეთივე მხატვარია, როგორც სხვა მხატვრები. მან შემქნა ჟირაფი, სპილო და კატა. მას არ აქვს თავისი სტილი. უბრალოდ ის ყოველ ჯერზე ცდის რაღაც ახლის შექმნას- პაბლო პიკასო ყოველი ბავშვი - მხატვარია. რთული ისაა, რომ დარჩეს მხატრვად მას შემდეგ, რაც გაიზრდებ- პაბლო პიკასო თუ ეს ისტორიაა, მირჩევნია წავიკითხო იგი და არა ვიმონაწილეო მასში- ედიტ პიაფი ქარქაშიდან ხშირად ამოღებული ხმალი მალე დაჩლუნგდება- პითაგორა

ბრძნული აზრები / Brdznuli Azrebi ბრძნული აზრები / Brdznuli Azrebi
სრულიადში შეგიძლიათ იხილოთ უამრავი ბრძნული აზრი რომელიც გამოგადგებათ ცხოვრებაში ...

ლამაზი სასიყვარულო სტატუსები ლამაზი სასიყვარულო სტატუსები
1) ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დაფარავთ სიყვარულს იქ,სადაც არის და ვერ გამოაჩენთ იქ, სადაც არ არის. 2) გონებას არ ძალუძს დიდხანს ითამაშოს გულის როლი.. 3) ცხოვრება - როგორც ფორტეპიანო, თეთრი კლავიშები - სიყვარული და ბედნიერება, შავი კლავიშები - უბედურება და მწუხარება. რომ მოისმინო ნამდვილი მელოდია, უნდა შევეხოთ ორივეს... 4) გულს მოუსმინე.მას ყველაფერი ესმის,რადგან სამყაროს სულის ნაწილია და ოდესმე ისევ მას დაუბრუნდება. 5) სიყვარული უეცრად უნდა მოვარდეს, ელვითა და ჭექა ქუხილით, ვით ციური ქარიშხალი ცხოვრებას რომ ერთბაშად ესხმის თავს და ნებისყოფას ფოთოლსავით ჰგლეჯს, ხოლო გულს უფსკრულისაკენ მიაქანებს.

სექსუალური ჰოროსკოპი / Seqsualuri Horoskopi 2012 სექსუალური ჰოროსკოპი / Seqsualuri Horoskopi 2012
სრულიადში შეგიძლიათ იხილოთ სექსუალური ჰოროსკოპი.

სიყვარული / Siyvaruli სიყვარული / Siyvaruli
სიყვარული - ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი („ღმერთი სიყვარულია“[1]) და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“).

ბრძნული გამონათქვამები / Brdznuli Gamonatqvamebi ბრძნული გამონათქვამები / Brdznuli Gamonatqvamebi
აგრძნობინეთ ბავშვს, რომ გიყვართ და მაშინ ნახავთ, რომ საჭირო არ არის ცემა-ტუქსვა, რადგან თქვენი სიყვარული გამოიწვევს მის სიყვარულსაც. ვილჰელმ გრიმი ადამიანად გავწალდოთ ტყისკაცი ცხრათავიანი, შევიწყნაროთ და გავრანდოთ, გავზარდოთ ადამიანი! მურმან ლებანიძე ადამიანზე ჯერ არავის უთქვამს უფრო საპატიო სიტყვები, ვიდრე: “თავად განსაზღვრე თავი შენი“, რაც კანტის ფილოსოფიის ქვაკუთხედია. თვითგანსაზღვრის ეს დიადი იდეა თავს დაგვნათის და ირეკლება ბუნების იმ მოვლენებში, რომლებსაც სილამაზეს ვუწოდებთ. ფრიდრიხ შილერი ადამიანებზე, რომლებიც გაიძვერულად გვექცევიან, იმიტომ ვბრაზობთ, რომ მათ ჩვენზე ჭკვიანად მიაჩნიათ თავი. ფრანსუა დე ლაროშფუკო

News

The Wolf of Wall Street / მგელი უოლ სტრიტიდან (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: მგელი უოლ სტრიტიდან ორიგინალი დასახელება: ...

Into the Wild / ველურ პირობებში (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ველურ პირობებში ორიგინალი დასახელება: Into the ...

Cidan sam metrze 2 / ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ ...

Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი (ქართულად)
დასახელება: Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი გამოსვლის წელი: 1997 ჟანრი: დრამა ...

The Curious Case of Benjamin Button / ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე (ქართულად)
დასახელება: ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე ორიგინალი დასახელება: The Curious Case Of ...

The Intouchables / ხელშეუხებელნი (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ხელშეუხებელნი ორიგინალი დასახელება: Intouchables ...

The Experiment / ექსპერიმენტი (ქართულად)
წელი: 2010 ხანგრძლივობა: 1 საათი 36 წუთი ქვეყანა: აშშ , ჟანრი: დრამა , ტრილერი ...

American History X / ამერიკული ისტორია X (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ამერიკული ისტორია X ორიგინალი დასახელება: ...

free sex videos

Authorisation With Facebook

Please wait..222 Seconds Cancel
statusebi