Leqsebi Skolaze / ლექსები სკოლაზე » Statusebi.Net - სასაცილო სტატუსები, სასიყვარულო სტატუსები, სტატუსები მონატრებაზე

მეგობარი საიტები
TOP სიახლეები
 

Leqsebi Skolaze / ლექსები სკოლაზე  
ლექსები | კომენტარები: [0]
4-04-2013, 19:09
Leqsebi Skolaze / ლექსები სკოლაზე
Leqsebi Skolaze ლექსები სკოლაზე
დედიკოს ვფიცავარ

წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!..
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი,
განა ისევ ისა ვარ!
სულ ხუთებზე ვისწავლი,
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!

–––––––––––––

აწკრიალდა სკოლის ზარი
კვლავ მზისფერი
სექტემბერი
შემოვიდა სხივთა ფრქვევით...
სიხარულით,
სიყვარულით,
აწკრიალდა სკოლის ზარი.
ღია არის
სინათლის და
სიბრძნის კარი!
ტკბილზე-ტკბილი
„დედაენა“
უხმობს, ელის
ახალ იმედს.
ვერ ეტევათ გულში ლხენა
პაწაწინებს.
ტკბილზე-ტკბილი
ოცნებებით
იჩქარიან მოზარდები.
აქ იწყება
შრომის,
გარჯის
დიდი გზები.
დაებედოთ სწავლის ნატვრით
„ხუთიანთა“ წყება-წყება.
აღმზრდელის და
სკოლის მადლი
არასოდეს გვავიწყდება.
სიხარულით,
სიყვარულით,
რეკავს ზარი:
მობრძანდითო,
ღია არის
სინათლისა და სიბრძნის კარი!

–––––––––––––

ჯერ შრომა, მერე ხტომა
სწავლობს გიგლა ტიტინა,
მზემ შემოუჭყიტინა:
- გიგლა, გეყოფა სწავლა,
ახლა კარგია გავლა...
გამო, შეითამაშე,
არვინ ეტყვის მამაშენს!
- არა, მზეო, მზექალავ,
ჯერ გავათავო სწავლა!..
გიგლამ დაიწყო წერა,
ჩიტმა დაიწყო მღერა:
- გიგლა, გეყოფა სწავლა,
ახლა კარგია გავლა...
გამო, შეითამაშე,
არვინ ეტყვის მამაშენს!
- არა, ჩიტო ბზეწვიავ,
მე ოსტატი მეწვია...
შენ თუ მორჩი მღერასა,
მაშ მეც მოვრჩე წერასა!..
გიგლა სწავლობს გაკვეთილს,
არ უყურებს ბაღში ხილს...
ბაღიდან ალუბალი
ცდილობს მოსტაცოს თვალი,
- გიგლა, გეყოფა სწავლა,
ახლა კარგია გავლა...
გამო, შეითამაშე,
არვინ ეტყვის მამაშენს!
მორჩა სწავლას ბაღანა,
სწავლამ ის არ დაღალა...
გამოვიდა გარეთა,
შესძახა მოყვარეთა:
- ვინ მეძახდა წეღანა?
აქ მობრძანდით ერთხანა!..
მზე უცინის გიგლასა,
ჩიტი უგალობს მასა,
ალუბალი დარცხვენით
აწვდის დიდ კუნწულასა...

–––––––––––––

სექტემბერი რას მღერის
ცხრათვალა მზით ნაფერი,
ცხრა მთა გადმონაფრენი,
ლერწამ-ლელის ცხრა ღერით
სექტემბერი რას მღერის?
საგალობელს სწავლისას,
სადიდებელს შრომისას.
არ მოსცდეთო წამითაც,
მზისკენ გიხმობთ შორი გზა!
მაღალ მწვერვალებამდე
სულ ტკბილი ხმით რეკავდნენ
წიგნებს ნაზიარევი
ცოდნის ოქროზარები.
ბეჯითს, გამრჯე მეგობარს,
რომ შევუქებთ მარჯვენას,
ზარმაცს ისიც ეყოფა
სირცხვილად და სასჯელად.
ასე წკრიალ-წკრიალით,
ასე ტია-ტიათი
თავს დაგფრენდეთ ფრიალით
ფრთაშესხმული ფრიადი.
ცამ ღრუბელი გაშოროთ,
ეს დღე არ ღირს უთქვენოდ.
სიყვარული სამშობლოს
საქმით უნდა უჩვენოთ!

გივი ჭიჭინაძე

–––––––––––––

უმაძღარა
სკოლისაკენ მამუკას
ჩანთით მიაქვს საჭმელი -
შიგ ჩააწყო ნამცხვარი,
ხაჭაპურის ნაჭერი.
გაახვია ქაღალდში
ერთი ქათმის ბარკალი,
ხილიც არ დაივიწყა -
ვაშლი, მსხალი, კაკალი.
ჩანთაც მამუკასავით
გაიბერა, გასივდა.
- ბიჭო, წიგნი ხომ მიგაქვს? -
ბებომ ჰკითხა ყასიდად.
უმაძღარა შუბლს ისრესს:
- რა ვქნა, ბებო ქეთევან,
ყველაფერი ჩავაწყვე,
წიგნი აღარ ეტევა!

გივი ჭიჭინაძე

–––––––––––––

ჰერი, ჰერი!
მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა,
დილა არის მშვენიერი,
აბა, ბიჭო, ტანთ ჩავიცვათ
და სკოლისკენ ჰერი! ჰერი!
სამუშაოდ ეშურება
დიდ-პატარა, ფრინველ-მწერი,
აბა, მარდად ჩვენც წიგნებით
სკოლისაკენ ჰერი! ჰერი!

იროდიონ ევდოშვილი

–––––––––––––

ყაყაჩო და დალი
- გათენდაო! - ყაყაჩომაც
გაახილა თვალი;
დილაა და სკოლისაკენ
მიცუნცულებს დალი -
პაწაწინა, ცეროდენა,
ცუგრუმელა ქალი.
ღობე-ღობე ჩურჩულებენ
ჭადარი და ქარი,
ჩურჩულებენ: ვინ სჯობია -
ყაყაჩო თუ დალი?!

მუხრან მაჭავარიანი

–––––––––––––

სულ მშვიდ გზებზე გევლოთ
მზე მთის წვერზე ფერად-ფერობს,
ცამოშალა დალალი,
გამარჯობა, სექტემბერო,
სექტემბერო, სალამი!

როგორ შვენის მიწას ქართულს
შემოდგომის ლივლივი,
ვარდ-ყვავილთა დარია თუ
შუქი თქვენი ღიმილის.

თქვენი სულის ოქროყანა
სამომავლოდ ბრწყინდება,
მამულს სწორედ თქვენისთანა
ქალ-ვაჟები ჭირდება.

დედაენა იყოს თქვენი
სულის თანაზიარი,
ეს ახალი საუკუნე
გიხმობს ზარის წკრიალით.

თქვენი ცის და თქვენი მიწის
სიყვარული ისწავლეთ,
მშობელ დედას და სამშობლოს
ერთი გულით ფიცავდეთ.

ჩემი თავი შემოგევლოთ,
მეტი ვინ დაიჩემოს,
სულ მშვიდობის გზებზე გევლოთ,
გოგონებო, ბიჭებო!

მზე მთის წვერზე ფერად-ფერობს,
ცამოშალა დალალი,
გამარჯობა, სექტემბერო,
სექტემბერო, სალამი!

ლილი ნუცუბიძე

–––––––––––––

ჩემი მასწავლებელი
მასზე უკეთესი
არვინ არ მგონია, -
მისი ერთი სიტყვაც,
ჩემთვის კანონია.
გულში ჩამიღვარა
ლექსი რუსთაველის,
ტრფობა საქარტველოს
ტურფა მთა და ველის!
მასზე უფრო მეტად
არვინ მყვარებია,
მუდამ სხივნათელი,
სათნო თვალები აქვს.
იმის გამოხედვას
სულში სხვა წილი აქვს;
ის ხომ ჩემი წლების
დიდი ნაწილია.
ვიტყვი, დროთა ჯირითს
ძალა არ ჰქონია,
ახლაც, მისი სიტყვა
ჩემთვის კანონია.

ელენე დიდიმამიშვილი

–––––––––––––

მიპატიჟება სასწავლებელში
წამოდექით, ყმაწვილებო,
ტანთ ჩაიცვით საჩქაროზე,
აბა, თავი მოიყარეთ
სწავლისათვის თავის დროზე!..

რა ხანია მამლაყინწამ
იყივლა და გაათენა,
მერცხალმაც კი იჭიკჭიკა,
არ დააცხრო ტკბილი ენა!..

აგერ ტყემაც გაიღვიძა,
შრიალებს და რაცღას ხარობს,
კოდალა ხეს უკაკუნებს
და მწყერჩიტა ცაში გალობს!

მინდორი და ველი ჰყვავის;
ნამი ბზინავს ათას ფერად,
მზემაც თვალი გააჭყიტა,
ამოვიდა მათ სამზერად...

ჭინჭველები ველს მოედვნენ,
თითქოს რაღაც ჯოგიაო,
მოლაღულიც გაიძახის
მაღლა: „ბიჭო, გოგიაო!..“

ჭია-ღუა სარჩოს ჰზიდავს,
რომ გაივსოს თავის ბინა,
და ფუტკარიც მიზუზუნებს
ყვავილისკენ თაფლისთვინა!..

კაცი, მხეცი და ჩიტები -
ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა,
მეთევზეა - ბადესა ჰშლის,
და მუშაკი იქნევს ცელსა...

წამოდექით, ყმაწვილებო,
თქვენც ახსენეთ ღვთის სახელი, -
ზარმაცები ღმერთს არ უყვარს,
წიგნს მოჰკიდეთ, აბა, ხელი!..

რაფიელ ერისთავი

–––––––––––––

მეც ხომ უკვე მოწაფე ვარ
პაწიას რომ მეძახოდით,
აღარა ვარ პაწია,
მეც ხომ უკვე მოწაფე ვარ,
მეც ხომ ფორმა მაცვია...

სკოლაში სულ ადრე მივალ,
მკვირცხლი, დაუზარელი,
იქ დილ-დილით ბავშვებივით
ტიტინებენ ზარები.

იქ ტოლებით აივსება
სკოლის გრძელი მერხები,
იქ ჩემს აღმზრდელ მასწავლებელს
წიგნით ხელში შევხვდები.

რა ლურჯთვალა დილა არის,
რა საამო დარია...
განი, ბიჭო... მეც სკოლაში
მივალ, მიმიხარია!

იოსებ ნონეშვილი

–––––––––––––

სკოლისაკენ
დღედაღამ იმას ვნატრობდი, -
ჩქარა გამიღეთ კარები,
მეც მოწაფე ვარ, სკოლისკენ
პირველად მივეჩქარები.

შენ სად მიდიხარ, მურიავ!
როდემდის გტუქსო, როდემდის?
ის დრო წავიდა, გეთაყვა,
ყველგან რომ უკან მომდევდი.

სექტემბრის დილა გათენდა,
ბალღებს უხმობენ სკოლები,
მერხებთან ჩარიგებულნი
მელიან ჩემი ტოლები.

ზოგი რამ ცოდნაც მიმყვება -
ჩემი დედიკოს წყალობა:
თვლაც კარგი ვიცი, ანბანიც,
ცოტა ხატვაც და გალობაც.

ხელს არ ვითხუპნი მელნითა,
თავს მირჩევნია წიგნები;
სკოლისკენ მიმეჩქარება...
სულ ხუთოსანი ვიქნები.

ირაკლი აბაშიძე
  ავტორი: Admin

ასევე იხილეთ:

Leqsebi Zamtarze / ლექსები ზამთარზე Leqsebi Zamtarze / ლექსები ზამთარზე
პირველი თოვლი მიხარია, რა კარგია! თეთრი თოვლი ბრწყინავს! დღეს პირველი თოვლი მოდის და თან თითქოს ყინავს! აი, ახლა გაიხედე: ზამთარს პირი უჩანს, თოვლით არის მოფენილი სახლი, ეზო, ქუჩა. აბა, ჩქარა ვისაუზმოთ, საქმე მოვათაოთ და ფაფუკი თეთრი თოვლით კარგად ვიგუნდაოთ!

ლამაზი ლექსები სიყვარულზე ლამაზი ლექსები სიყვარულზე
ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია? ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია. ქალი ქვეყანაზე მაინც რამდენია? ქალი ტკივილია, ცრემლის დამდენია. ქალის გახატება ნეტავ სად წერია? ქალი გამთენიას ლექსად მიწერია. ქალი ოცნებების არის მეპატრონე, ქალზე მუზებს მგონი ვეღარ ვთმობ მე. ქალი სიმარტოვის ჩუმი დარაჯია, გალაკტიონიც ხომ ქალით ნატანჯია. ქალი ერთი არის სულში ჩაძირული, მისი არსებობა გულში გაყინული. ქალი ბევრიც არის ვნების სურვილებით, ქალის გაბრაზებას როგორ ვუფრთხილდებით. ქალი ძლიერია, სამყაროს დაანგრევს, დაამტვრევს საკეტებს, დალეწავს დარაბებს. მაგრამ ქალი მაინც სუსტი არსებაა, ქალი სათნოების ჩუმი სახებაა. ქალის სილამაზე მაინც რა ფერია? ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.

საბავშვო ლექსები / Sabavshvo Leqsebi საბავშვო ლექსები / Sabavshvo Leqsebi
კრუხი ახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრუხი არის, როგორ შემომაფრინდა! ამის შემდეგ მე მაგასთან ლაპარაკიც არ მინდა. შენიაო წიწილები, თუგინდ მითხრათ ასჯერაც, სანამ კრუხს არ მომაშორებთ, არავისი არ მჯერა. სხვა ლექსები ნახეთ სრულიადში...

Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები
Saaxalwlo Leqsebiსაახალწლო ლექსები ყველა ვედრება ღმერთმა გისმინოს, ტკბილი სიზმარი ცხადში გენახოს, და ყველა ნატვრა აგსრულებოდეს, ამ შობის ღამეს რაც კი გენახოს! –––––––––––– მსურს,მოგილოცო ბრწყინვალე შობა და ზედ დავურთო ღვთისმშობლის ლოცვა, შენი ცხოვრების მეგზური იყოს, სიყვარული და წმინდანთა ლოცვა!..

საახალწლო ლექსები / Saaxalwlo Leqsebi საახალწლო ლექსები / Saaxalwlo Leqsebi
Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები რამდენიმე საახალწლო ლექსი , ისევ და ისევ საახალწლო განწყობის შესაქმნელად ან უბრალოდ თქვენი შვილისთვის, რომელსაც ამ ლექსების წაკითხვით გაამხიარულებთ ლექსები იხილეთ სრულიადში ...

სასიყვარულო სტატუსები / Sasiyvarulo Statusebi სასიყვარულო სტატუსები / Sasiyvarulo Statusebi
ასეთი ლამაზი მე დედამ გამაჩინა, ხოლო ასეთი სწერვა გამხადე შენ და ამ ცხოვრებამ... რა ხშირად ხდება ასე. გინდა თქვა " მე შენ მიყვარხარ", მაგრამ ამბობ " რა კარგი წყვილი ხართ"... შემოგიშვი გულში, შენ კიდე მანდ არივ-დარიე ყველაფერი... ეხლა ვინ გაასუფთავებს იქაურობას?... ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა - მე ვიტირებ და დავივიწყებ, შენ გაერთობი და მერე გაიხსენებ... თავიდან ყველა ერთნაირია. გაწონებენ თავს, ყვავილები, კინო, პირველი კოცნა, შეგაყვარებენ თავს და მერე გაივლის ქერა ლამაზი გოგო გრძელი ფეხებით და ცხოვრება იცვლება. ახალ სამყაროში - ცრემლი, სველი ბალიში... დანარჩენი იხილეთ სრულიადში...

ლამაზი სტატუსები სიყვარულზე ლამაზი სტატუსები სიყვარულზე
1)დაგიკიდაიი? – დაიკიდე !!! არ ღირს მასზე გლოვა გაიღიმე ,აი ნახავ,ღირსეულიც მოვა !!! 2)ზოგჯერ პატარა წყენა გაგათევინებს ღამეს, ერთი უგულო სიტყვა სიცოცხლეს გაგიმწარებს. ერთი უთქმელი სევდა შუბლზე დაგამჩნევს ღარებს, ის, რაც არ ძალუძს წლებსაც ხან შეუძლია წამებს... 3)ინანებ.... ოდესმე წამოგცდეს...რომ სიიყვარული? არ იცი!!! სიცივე რატომ ჩაიცვი.... ერთი კითხვა მაქ სიცოცხლე სირცხვილით ხომ არ დაიიწვიი! ჩემს გულში ტკბილად იჯექი ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ! ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი... ახლა კი აღარ მიყვარხარ! 4)შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე, რად უნდა მიყვარდე რისთვის, თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და მუდამ ფეთქავს სხვისთვის. გიყვარდეს შენ ის სხვა, მე სულ სხვა მომძებნის,სიტყვასაც არ ვეტყვი შენზე, გიყვარდეს რა ვუყო იქნებ შენს თვალებში ის უფრო კარგია ჩემზე !

სტატუსები სიყვარულზე / Statusebi Siyvarulze სტატუსები სიყვარულზე / Statusebi Siyvarulze
1. გულს ძგერა უჭირს,როცა გონება ხვდება რომ აღარ ხარ ჩემი... : || 2. ერთი კითხვა მაქვს თუ არ გეწყინება, როცა დამინახავ რატომ გეღიმება? :) 3. ჩუმად მოსული ტკივილის გარდა, გული ხომ ათას სიხარულს ელის... და ჩვენც ვიცინით, ვიცინით, რადგან ვიღაცას ჩვენი სიცილი შველის! 4. მკვდარი გული არ ცოცხლდება ...დრო კი... უკან არ ბრუნდება...ოცნებები არ სრულდება და ცხოვრება კვლავ გრძელდება.....

Leqsebi 3 Martze - Dedaze / ლექსები 3 მარტზე- დედაზე Leqsebi 3 Martze - Dedaze / ლექსები 3 მარტზე- დედაზე
"ია-ია დაგიკრიფეთ, ლურჯთვალა და კოპწია, დედის დღე და გაზაფხული ერთად მომილოცნია." წლებმა საათებად ჩაიარა წლები საათივით მდევდა, დრომ რა უცაბედად გაიარა გრძნობის ყველა წამი დედა.. რამდენ ბოროტებად ჩამეკირა გულში კლდედ ქცეული სევდა მთელი დღეები და ღამეები მუდამ მეყვარები დედა! სხვა ლექსები იხილეთ სრულიადში..

სასაცილო სტატუსები / Sasacilo Statusebi სასაცილო სტატუსები / Sasacilo Statusebi
მინდა გავახილო თვალები და მოვხვდე ზღაპრულ ბავშვობაში. გატეხილი მუხლი ჯობია გატეხილ გულს და სულს... *** გთხოვ გაათბე ჩემი გული, მოაშუშე ყველა ჭრილობა, გადააგდე ყველა სისულელე რაც შენთან აკავშირებს და დამიბრუნე ისეთი როგორიც თავიდან გადმოგეცი... *** დიდი ხანია დგახარ და მელოდები? - არაააააა, მე უფრო დიდი ხანი ველოდებოდი შენს ზარს...

News

The Wolf of Wall Street / მგელი უოლ სტრიტიდან (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: მგელი უოლ სტრიტიდან ორიგინალი დასახელება: ...

Into the Wild / ველურ პირობებში (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ველურ პირობებში ორიგინალი დასახელება: Into the ...

Cidan sam metrze 2 / ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ ...

Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი (ქართულად)
დასახელება: Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი გამოსვლის წელი: 1997 ჟანრი: დრამა ...

The Curious Case of Benjamin Button / ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე (ქართულად)
დასახელება: ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე ორიგინალი დასახელება: The Curious Case Of ...

The Intouchables / ხელშეუხებელნი (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ხელშეუხებელნი ორიგინალი დასახელება: Intouchables ...

The Experiment / ექსპერიმენტი (ქართულად)
წელი: 2010 ხანგრძლივობა: 1 საათი 36 წუთი ქვეყანა: აშშ , ჟანრი: დრამა , ტრილერი ...

American History X / ამერიკული ისტორია X (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ამერიკული ისტორია X ორიგინალი დასახელება: ...

free sex videos

Authorisation With Facebook

Please wait..222 Seconds Cancel
statusebi