ლექსები შემოდგომაზე / Leqsebi Shemodgomaze » Statusebi.Net - სასაცილო სტატუსები, სასიყვარულო სტატუსები, სტატუსები მონატრებაზე

მეგობარი საიტები
TOP სიახლეები
 

ლექსები შემოდგომაზე / Leqsebi Shemodgomaze  
ლექსები | კომენტარები: [0]
7-10-2012, 17:30
ლექსები შემოდგომაზე / Leqsebi Shemodgomaze
შემოდგომა იდგა ტყეში გაჩახჩახებული ,
ფეხშიშველი დამჭკნარ ფოთლებს აშარიშურებდა ,
ღვინო ჭურებში დამაჭრებული . . .
ქარვა და ლალი მზეზე ელვარებდა .
ფოთლების წვიმა . . .
სვენებ -სვენებით ეშვებოდნენ ჭალაში ნელ-ნელა ,
უზარმაზარი ყვითელი ფოთლებით თოვდა ქალაქში .
***

შემოდგომაზე ასეთ ლექსებს არ წერენ,
ვიცი,..
მაგრამ მაღელვებს ეს ამბავი ახლა ნაკლებად.
თქვენ ფოთოლცვენა გიტაცებდათ შარშანწინ,
მისის
მე,..
ფაეტონით გიტაცებდით
არანაკლებად
***

(შემოდგომაზე ასეთ რითმას უფრთხიან მუდამ)
თქვენ გარუჯული გქონდათ მკერდი,..
მე კი მაჯები
ვიცი, მიიტანთ ჩემს დაღუპვას ოდესმე,
გულთან
და ჩამწკრივდება თქვენს სარკმელთან ეკიპაჟები
ფრიცი კატების,..
მანჟეტები მიჭერენ ოდეს
და გალუმპული წარსულებით ლოგინს მაბამენ;
არაფერია,
ქალბატონო,
მუხრუჭი,
გულის
არაფერია, ქალბატონო,.. მარწუხი. ღამე

****
შემოდგომაზე ქორწილების დგება მაისი
და, თუმცა ბევრი დავაშავე, მაინც ვუყვარვარ
სამშობლოს ჩემსას,..
ნატიფსა და სადარბაისლოს.
ჰო, მართლაც ბევრი დავაშავე,..
მაგრამ ვუყვარვარ,
როგორც ბალახი, სარეველა,
ბალახი სარე-
ველა-დ გაიჭრა
დღეს ოცნება ჩემი ეულად.
თქვენ გეძახიან ახლა მისის-ს. უყვარხართ ქალებს
ხოლო ქალაქში ჩემი გული გადარეულა
მწარე ატმებად,..
და წარსული რომ მემატება
სალუკმაპუროდ დატენილი ფიქრის ვაზნებით,..
მოვა ამაღამ,
უცილობლად მოვა ნათება
და, ქალბატონო, სულ სხვა ფერად
დამეზმანებით

______

აქაც კიდევ ერთხელ
მწიფობს შემოდგომა -
ყურძნის ჯინჯილებით,
ვაზის გვირისტებით…
ღია შუშაბანდში მთებმა
შემოთოვა,
სახლში შემოცვივდნენ მთები
კისრისტეხით…
მწიფე ბროწეულის არის
შემონთება,
ფერთა სისავსეში უცებ
დაქალება,
მდორე ალაზანის წელში
შებოტება
და მის გულისცემის
გულთან აჩქარება…
მზეზე გამომშრალი ცხელი
მწიფეულის -
ფერმა დაქანცულმა, სულში
შემოტოპა
და მუხლამდე შარვალაკაპიწებული
ცეკვავს საწნახელში ბიჭი
ჩემიტოლა…
თვალშშიც ჩემი ტოლა ეშმაკები
უზის,
სულს რომ მიწვალებენ
შეკრულ კოპებიდან,
მიწვევს საწნახელში და
დამსკდარი ყურძნის,
სიტკბო ემზირება შიშველ
კოჭებიდან…
აქაც კიდევ ერთხელ
მწიფობს შემოდგომა,
ყურძნის ჯინჯილებით,
ვაზის გვირისტებით…
ღია შუშაბანდში
მთებმა შემოთოვა,
სახლში შემოცვივდნენ მთები
კისრისტეხით…

***
მე შემოდგომის სისავსე მიყვარს...
გაზაფხულია კისკისა,ცელქი,
ზაფხული შლეგი და ვნებით სავსე,
მე შემოდგომის ფერები მიყვარს,
რადგან სითბოთი ,სიმშვიდით მავსებს.

ლამაზ ოცნებებს,ნატვრებს მაგონებს
ფერხთ დაფენილი ჭრელი ხალიჩა,
ბაღში სიყვარულს დაუდგამს ტახტი,
მზემ ბროწეული კოცნით გახლიჩა.

ტრფობამ აავსო ბადაგით ქვევრი,
დააწყებინა მაჭარს შუშხუნი..
თუმც საოცარი სიტკბოა ირგვლივ,
მაინც მოისმის ზამთრის ბუზღუნი..

მე შემოდგომის სისავსე მიყვარს...

**********

შემოდგომის სურათი
ეს ქარვით პირამდე ნავსები გოდრები,
ეს გიშრით პირამდე ნავსები ურმები,
მიდიან. ჭრიალით, ზარმაცად, ზმორებით,
ფუტკრების ზუზუნით გიწივის ყურები.
ეს ღვინის სიმაგრით დაგული ბიჭები
მარანს გარს უვლიან ბახუსით ნამიანს,
მღერიან, თვრებიან პირსავსე ჯამებით,
მღერიან: დალიე, დაგილევ ძამია.
ღვინო კი ჩუხჩუხით იღვრება ჭურებში,
ჭურები გმინავენ, ქშინავენ, თვრებიან,
მტევნები, ჩაყრილნი საწნახლის უბეში,
ცრემლს ღვრიან წუწუნით და შაქრად დნებიან

ნოდარ დუმბაძე
  ავტორი: Admin

ასევე იხილეთ:

სტატუსები სიმღერებიდან / Statusebi Simgerebidan სტატუსები სიმღერებიდან / Statusebi Simgerebidan
1.თენდება დღე,ამოდის მზე.ოცნების ფერს-დავხატავ მე. 2.ეს ჩემი ოცნება, ციდან მოდის საოცრება,მზის სხივი,რომ დამეცემა,ჩემი ნატვრა ასრულდეება. 3.არ მახსოოვს როდის დაწიყო ცხოვრება.ცხელი მზე ზამთარში,თოვლში დადნება.. 4.დრო,დროზე ჩქარა მიქროდა,დრო არაფერზე ფიქრობდა.ფიქრი რად უნდა დროს,დროს როცა უნდა თოვს.. 5.გზა ნაფიქრი ნაბიჯით მიქროდა,იცვლიდა რითმს,გზა ყოველთვის ყველაფერს ხვდებოდა,ძალა არ ქონდა თქმის,ქარი ქრიის...

სასიყვარულო სტატუსები / Statusebi Siyvarulze სასიყვარულო სტატუსები / Statusebi Siyvarulze
1)გულის დათმობა რომ შემეძლოს ალბათ დაგითმობდი .. არაფერია სულზე წმინდა! წაიღეთ გული! მაინც არავის უყვარს 2)ვიცი რომ დაბრუნდები.. მაგრამ ვერ დაიბრუნებ იმ ძველ გრძნობას.. ვერასდროს მოკლავ იმ ოცნებებს ! 3)ფიქრები - ისევ მაწამებენ .. ოცნება - რა ვიცი გაქრა. დანახვის სურვილი? - შემომრჩა ... იმედის ნაპერკალი? - ჩაქრა. უშენოდ ვერ ვძლებდი - გავძელი.. ძნელია, რა ვუყოთ ახლა ... ოცნება -რა ვიცი, დასრულდა. ფიქრები - მაწუხებს ახლაც. 4)ნეტავ სხვა ვიყო… უცხო მგზავრი, უცხო ქვეყნიდან… ვიცი გიყვარვარ და ეს გრძნობა დღემდე გაწვალებს… მინდა შეგეძლოს, ამომშალო შენი გულიდან… მაგრამ, ვერასდროს გაამრთელებ გულის ნაპრალებს… 5) სიცოცხლე ყვითლად და მზე ლურჯად ანათებს.. სიგიჯემ ყველა ნერვი ჩაითრია. ყველა ემოცია დღეს გავასამართლე და ეს დედამიწაც თქვენთვის დამითმია

სტატუსები მონატრებაზე / Statusebi Monatrebaze სტატუსები მონატრებაზე / Statusebi Monatrebaze
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...

ლამაზი ლექსები სიყვარულზე ლამაზი ლექსები სიყვარულზე
ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია? ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია. ქალი ქვეყანაზე მაინც რამდენია? ქალი ტკივილია, ცრემლის დამდენია. ქალის გახატება ნეტავ სად წერია? ქალი გამთენიას ლექსად მიწერია. ქალი ოცნებების არის მეპატრონე, ქალზე მუზებს მგონი ვეღარ ვთმობ მე. ქალი სიმარტოვის ჩუმი დარაჯია, გალაკტიონიც ხომ ქალით ნატანჯია. ქალი ერთი არის სულში ჩაძირული, მისი არსებობა გულში გაყინული. ქალი ბევრიც არის ვნების სურვილებით, ქალის გაბრაზებას როგორ ვუფრთხილდებით. ქალი ძლიერია, სამყაროს დაანგრევს, დაამტვრევს საკეტებს, დალეწავს დარაბებს. მაგრამ ქალი მაინც სუსტი არსებაა, ქალი სათნოების ჩუმი სახებაა. ქალის სილამაზე მაინც რა ფერია? ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.

ფილოსოფიური სტატუსები ფილოსოფიური სტატუსები
1) სულელმა ცვენზე უკეთ იცის,რომ სულელია. 2) ზარმაცისათვის დრო და ჟამიც ზარმაცად მიმდინარეობს. 3) დანა დანის სალესავია და ჭკუა ჭკუისა. 4) ის კი არ არის ჭკვიანი, ვისაც კეთილის ბოროტისგან გარჩევა შეუძლია , არამედ ის არის ვინც ორ ბოროტს შორის უმცირესი ბოროტისამორჩევა იცის. 5) ღვინოში უფრო ბევრი ხალხი იხჩობა , ვიდრე წყალში

L o V e სტატუსები L o V e სტატუსები
1.ერთად ვსუნთქავთ... და ერთად ვართ.. ერთი გული გვაქვს..რასაც კი არ ვიყოფთ..ვაერთიანებთ... ♥ 2.♥-მე თქვენთან ერთად მთელი ცხოვრება მინდა, მე თქვენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა........!!! 3.მე თქვენს ”დონეზე” არასდროს არ ვეცემი...მე ჩემი ”სიმაღლე” მაქვს სადამდეც თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვალთ.... 4.იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ....!

ნიკო გომელაურის ლექსები / NIKO Gomelauris Leqsebi ნიკო გომელაურის ლექსები / NIKO Gomelauris Leqsebi
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს, აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია… აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი, აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი… აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში, აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”… აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები… ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა *** არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა… და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…

Leqsebi Monatrebaze / ლექსები მონატრებაზე Leqsebi Monatrebaze / ლექსები მონატრებაზე
Leqsebi monatrebaze ლექსები მონატრებაზე მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის , როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა... მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა , როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის. მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა , როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი , როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ. მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის , მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა , მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.

ლამაზი სტატუსები სიყვარულზე ლამაზი სტატუსები სიყვარულზე
1.ერთად ვსუნთქავთ... და ერთად ვართ.. ერთი გული გვაქვს..რასაც კი არ ვიყოფთ..ვაერთიანებთ... 2.-მე თქვენთან ერთად მთელი ცხოვრება მინდა, მე თქვენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა. 3.მე თქვენს ”დონეზე” არასდროს არ ვეცემი...მე ჩემი ”სიმაღლე” მაქვს სადამდეც თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვალთ.... 4.იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ 5. ჩამიხუტე , მითხარი, რომ ვერ მელევი და არასდროს მომინდება შენგან გაქცევა ..

ლამაზი სტატუსები სიყვარულზე ლამაზი სტატუსები სიყვარულზე
1)დაგიკიდაიი? – დაიკიდე !!! არ ღირს მასზე გლოვა გაიღიმე ,აი ნახავ,ღირსეულიც მოვა !!! 2)ზოგჯერ პატარა წყენა გაგათევინებს ღამეს, ერთი უგულო სიტყვა სიცოცხლეს გაგიმწარებს. ერთი უთქმელი სევდა შუბლზე დაგამჩნევს ღარებს, ის, რაც არ ძალუძს წლებსაც ხან შეუძლია წამებს... 3)ინანებ.... ოდესმე წამოგცდეს...რომ სიიყვარული? არ იცი!!! სიცივე რატომ ჩაიცვი.... ერთი კითხვა მაქ სიცოცხლე სირცხვილით ხომ არ დაიიწვიი! ჩემს გულში ტკბილად იჯექი ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ! ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი... ახლა კი აღარ მიყვარხარ! 4)შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე, რად უნდა მიყვარდე რისთვის, თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და მუდამ ფეთქავს სხვისთვის. გიყვარდეს შენ ის სხვა, მე სულ სხვა მომძებნის,სიტყვასაც არ ვეტყვი შენზე, გიყვარდეს რა ვუყო იქნებ შენს თვალებში ის უფრო კარგია ჩემზე !

News

The Wolf of Wall Street / მგელი უოლ სტრიტიდან (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: მგელი უოლ სტრიტიდან ორიგინალი დასახელება: ...

Into the Wild / ველურ პირობებში (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ველურ პირობებში ორიგინალი დასახელება: Into the ...

Cidan sam metrze 2 / ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ ...

Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი (ქართულად)
დასახელება: Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი გამოსვლის წელი: 1997 ჟანრი: დრამა ...

The Curious Case of Benjamin Button / ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე (ქართულად)
დასახელება: ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე ორიგინალი დასახელება: The Curious Case Of ...

The Intouchables / ხელშეუხებელნი (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ხელშეუხებელნი ორიგინალი დასახელება: Intouchables ...

The Experiment / ექსპერიმენტი (ქართულად)
წელი: 2010 ხანგრძლივობა: 1 საათი 36 წუთი ქვეყანა: აშშ , ჟანრი: დრამა , ტრილერი ...

American History X / ამერიკული ისტორია X (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ამერიკული ისტორია X ორიგინალი დასახელება: ...

statusebi