ლექსები მეგობარზე / Leqsebi Megobarze » Statusebi.Net - სასაცილო სტატუსები, სასიყვარულო სტატუსები, სტატუსები მონატრებაზე

მეგობარი საიტები
TOP სიახლეები
 

ლექსები მეგობარზე / Leqsebi Megobarze  
ლექსები | კომენტარები: [0]
21-03-2012, 14:59
ლექსები მეგობარზე / Leqsebi Megobarze
შენმა მეგობრობამ სული გამინათა,
გული გამითბო და სევდა გამიფანტა.
დაბლა დაცემული ცაში ამიტაცა,
ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხატა.
გაიგო ნაღველი და იმედი ჩამისახა,
ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა.
რწმენადაკარგულს პირჯვარი გადამსახა
გამიფრთხილდიო, ასე დამიბარა


***********


შენ რომ გაუგებ და გაგიგებს ეს სულ სხვა არის,
ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილ მეგობარს,
შენი ტკივილი რომ სტკივა და შენს ლხინს შეჰხარის,
შენ რომ ენდობი და ყოველთვის ისიც გენდობა..

არ უღალატო,არ გასწირო ნუ გასცვლი სხვაზე.
თორემ იმ სხვასაც ვერ გაუგებ დაიმახსოვრე,
მეგობრობა ეს ნიჭია ღმერთმა გიბოძა,
მაგრამ ეს ნიჭი ყველას არ აქვს მინდა იცოდე.

უმეგობროდ ჩათვალე რომ ცოცხალი არ ხარ,
მაშ რა აზრი აქვს შენს ცხოვრებას უაზროდ გავლილს,
არ იმეგობრო იმასთან ვინც მხოლოდ გჭირდება
მეგობარი არის მთელი ცხოვრების აზრი..



****

ბევრჯერ შევსულვარ ტაძარში, სანთლები ამინთია,
გულის წადილი უფლისთვის ჩურჩულით გამინდვია,
პირჯვარს ვიწერდი ხატის წინ, ღმერთს მოწყალებას ვთხოვდი,
მეგობარს ვადიდებდი და უმეგობრობას ვგმობდი.
სიტყვა"მეგობრის"ხსენებით გახარებული ვკრთოდი,
მე ჩემს მეგობრებს ვლოცავდი, ღმერთის შეწევნას ვგრძნობდი.
კვლავ ჩუმად ვიმეორებდი:
"სანამ არ არის გვიან,
ჩემი სანთლები სანამ, ბოლომდე დაიწვიან,
მე მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია
და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია...



****

ღმერთო,აკურთხე ამქვეყნად ყველა მეგობრის გული,
მეგობრისათვის დამდნარი,დამწვარი,დადაგული,
არ გამაგონო არასდროს ეს გრძნობა შელახული,
შეაძლებინე ყველას მეგობრის სიყვარული."
პირჯვარს ვიწერდი ისევ,სულ სათითაოდ გლოცავდით,
ჩემი ლამაზი ფიქრებით და მონატრებით გმოსავდით,
კვლავ ჩუმად ვიმეორებდი:"სანამ არ არის გვიან,
ჩემი სანთლები სანამ ბოლომდე დაიწვიან,
მე მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია
და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია



****

ლხინში ბევრს გაახსენდები,
ჭირში ახსოვხარ ცოტასა,
გაივლის დრო და მიხვდები,
ვინც იმსახურებს ძმობასა...

კაცი მეგობრით ცოცხლობსა,
მეგობრობაა მთავარი,
შენს ჭირს ვინც არა გლოვობსა,
ის მეგობარი არ არის...

მეგობრისათვის, რას ამბობ,
არ დავიშურებ თავსაო,
მას სულის წადილს გავანდობ,
აღვიქვამ, როგორც ძმასაო...

და მეგობარიც დამიცავს,
თავისი სისხლის ფასადა,
ერთმანეთს გულში ჩავიკრავთ,
ერთობა გასტეხს ქვასაცა!!!
  ავტორი: Admin

ასევე იხილეთ:

Leqsebi Megobrobaze / მეგობრობაზე ლექსები Leqsebi Megobrobaze / მეგობრობაზე ლექსები
ჩვენი მეგობრობა,ჩვენი სიყვარული, ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს, ჩვენი მეგობრული სიყვარული, სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს, ჩვენი მხიარული სახეები არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს, ჩვენი უცოდველი ნაბიჯები, მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს. გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში, სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ, ცხოვრების მკაცრი კანონები, ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს, ღმერთი გვფარავდეს და მუდამ, მისი მორჩილები ვყოფილიყოთ...

მეგობრული სტატუსები / Megobruli statusebi მეგობრული სტატუსები / Megobruli statusebi
მეგობრობა – ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია. მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა. განშორება კი დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება უკან ❀ ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ ❀ მეგობარს არად უღირთ გამარჯვება, შენ თუ დამარცხდები ❀ მეგობარს ვერასდროს ვერავინ შეცვლის ❀ მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ

სტატუსები მეგობრებზე და მეგობრობაზე სტატუსები მეგობრებზე და მეგობრობაზე
1) ძველ ცოდვებს გრძელი ჩრდილები აქვთ. 2) მეგობარი არასდროს გეტყვის "ხომ გეუბნებოდი" მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა... 3) მეგობრობა ეს ისეთი რამ არის, რომლის მსგავსიც ქვეყანაზე არ არის, ყველა ნივთის უქონლობას აიტან, უმეგობროდ თავს ვეღარსად გაიტან 4) თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა. 5) მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი _ სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული.

სტატუსები მეგობრობაზე / Statusebi Megobrobaze სტატუსები მეგობრობაზე / Statusebi Megobrobaze
მეგობრობა – ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია. მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა. განშორება კი დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება უკან ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ მეგობარს არად უღირთ გამარჯვება, შენ თუ დამარცხდები მეგობარს ვერასდროს ვერავინ შეცვლის მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ

საინტერესო სტატუსები / Saintereso Statusebi საინტერესო სტატუსები / Saintereso Statusebi
1. მეგობარს ჯერ ტყუილი უთხარი და თუ საიდუმლო შეგინახოს, მაშინ სიმართლეც გაანდე.. 2. გული არ გაიტეხო მასზე ვინც ამად არ ღირს. ცრემლი არ წაგცდეს თვალზე. საყვედური არ თქვა მტერზეც კი. არ მოიხედო და არ უთხრა ”დამაკლდები” არც ამაყი იყო. უბრალოდ დააფასე შენი თავი, ისე როგორც იმსახურებ. თორემ თუ საკუთარი თავი დაივიწყე შენც დაგივიწყებენ.. 3. -ყველაზე მეტად რა გაოცებთ ადამანში?-ჰკითხეს ღმერთს და მან უპასუხაა.. ”მათ სწყინდებათ ბავშვობა, ისინი ჩქარობენ გაზრდას და შემდეგ ოცნებობენ ბავშვობის დაბრუნებაზეე..” 4. ცუდი მეგობარი შენს აჩრდილს ჰგავს, მზიან ამინდში ვერ გაექცევი, მოღრუბლულ დღეს კი ვერსად იპოვი..

ქართული სადღეგრძელოები / Qartuli Sadgegrdzeloebi ქართული სადღეგრძელოები / Qartuli Sadgegrdzeloebi
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს, იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას, წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ შენი ცხოვრების ორ გზას, ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და კოცნას!

საინტერესო, ცხოვრებისეული სტატუსები საინტერესო, ცხოვრებისეული სტატუსები
1) ვინც ფულზე არ ფიქრობს, მას არც ფული აქვს. 2) ვინც ფულისთვის ქორწინდება, ის მხოლოდ ფულს შოულობს. 3) ვინც ღმერთის მოტყუებას ცდილობს, ის საკუთარ თავს ატყუებს. 4) ვინც ყველას ეარშიყება, მას ქალი არ სჭირდება. 5) ვინც შენს სურვილებს არ ცნობს, მტრად არ უნდა მიიჩნიო.

სტატუსები მეგობრებზე და მეგობრობაზე სტატუსები მეგობრებზე და მეგობრობაზე
1) შენი სიყვარულის და სითბოს მარაგს ცხრა კლიტულში ნუ გამოკეტავ-მეგობრებს სიცოცხლეშივე მიესალბუნე, სიტყვით გაამხნევე და შეაქე კიდეც, სანამ შენი ნათქვამის გაგონებაც შეუძლიათ და გათავისებაც 2) უმეგობროდ შეიძლება გაძლო კიდეც, მაგრამ თუ მეგობარი გყოლია, მას ვერასოდეს დაივიწყებ. 3) ჭეშმარიტი მეგობრობა მაშინ იბადება, როცა ორ ადამიანს ერთად დუმილი სიამოვნებს. 4) ცოტაა რომ გიყვარდე! მთავარია გესმოდეს ჩემი! ცოტაა რომ მიპოვო! მთავარია არ დამკარგო!!! 5) იტირე, როცა გეტირება... იცეკვე, როცა ბედნიერი ხარ!... მოეფერე იმას ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს უკან მოუხედავად გაიქეცი მასთან ვინც გენატრება..

კაი სტატუსები / Kai Statusebi კაი სტატუსები / Kai Statusebi
1) ორი ერთნაირი შეცდომის დაშვება არ არსებობს! პირველად შეცდომას უშვებ,მეორედ კი ეს შენი არჩევანია! 2) შანსი რომ მქონდეს მეორედ დაბადების, კაცად მარტო იმისთვის დავიბადებოდი, რომ მცოდნოდა როგორია იყო უტვინო:))))) 3) ღმერთისთვის ჩვენ ყველა ერთნაირად ბრძენი და ერთნაირად სულელნი ვართ. აინშტაინი 4) ყველაზე ძლიერი ის არის,ვინც საკუთარი თავის მფლობელია. 5) ცხოვრება იგივე წიგნია,მას შენ შენთვითონ წერ! დაიმახსოვრე,პასტა არავის არ მისცე,შენი ბედის მწერალი შენ ხარ!

ლამაზი სტატუსები ცხოვრებაზე... ლამაზი სტატუსები ცხოვრებაზე...
1..იცხოვრე ყოველდღე ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა, და დაისახე ისეთი გეგმები, თითქოს წინ მარადისობაა." 2..სიცოცხლე ყვითლად და მზე ლურჯად ანათებს.. სიგიჯემ ყველა ნერვი ჩაითრია. ყველა ემოცია დღეს გავასამართლე და ეს დედამიწაც თქვენთვის დამითმია:***** 3..როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ." 4..შენ უბრალოდ უნდა გააკეთო ის რაც შენ გსურს ,არ აქვს მნიშვნელობა სხვა რას იტყვის ,ეს შენი ცხოვრებაა !

News

The Wolf of Wall Street / მგელი უოლ სტრიტიდან (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: მგელი უოლ სტრიტიდან ორიგინალი დასახელება: ...

Into the Wild / ველურ პირობებში (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ველურ პირობებში ორიგინალი დასახელება: Into the ...

Cidan sam metrze 2 / ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ ...

Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი (ქართულად)
დასახელება: Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი გამოსვლის წელი: 1997 ჟანრი: დრამა ...

The Curious Case of Benjamin Button / ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე (ქართულად)
დასახელება: ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე ორიგინალი დასახელება: The Curious Case Of ...

The Intouchables / ხელშეუხებელნი (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ხელშეუხებელნი ორიგინალი დასახელება: Intouchables ...

The Experiment / ექსპერიმენტი (ქართულად)
წელი: 2010 ხანგრძლივობა: 1 საათი 36 წუთი ქვეყანა: აშშ , ჟანრი: დრამა , ტრილერი ...

American History X / ამერიკული ისტორია X (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ამერიკული ისტორია X ორიგინალი დასახელება: ...

statusebi