ლექსები გაზაფხულზე / Leqsebi Gazafxulze » Statusebi.Net - სასაცილო სტატუსები, სასიყვარულო სტატუსები, სტატუსები მონატრებაზე

მეგობარი საიტები
TOP სიახლეები
 

ლექსები გაზაფხულზე / Leqsebi Gazafxulze  
ლექსები | კომენტარები: [0]
1-03-2012, 17:22
ლექსები გაზაფხულზე / Leqsebi Gazafxulze
********
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში,
საოცარია თვალები შენი,
ვარდის სურნელში ხარ შებნეული.
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით,
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
ცუდი ფიქრია შორით ლოდინი
ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი,
სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები",
მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები
და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ,
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!

*********

გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,
თავს იწონებს ნაზი ია;
ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც
ეშხით გული გაუღია.
ხავერდივით მწვანე ბალახს
აბიბინებს სიო ნაზად,
თითქოს უნდა დაეფინოს
იმ ყვავილებს ფიანდაზად.
მაღალ მთიდან წმინდა წყარო
მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,
თითქოს ნანას ეუბნება
ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.
ხის ტოტებზედ ჩიტუნები
ფრთხიალობენ, სრიალობენ;
იშენებენ მაღლა ბუდეს,
დაჰხარიან და გალობენ.
და მხლობლად იქვე თავი
მოუყრიათ ყმაწვილებსა,
იმღერიან და თან ჰკრეფენ
სხვადასხვაფერს ყვავილებსა.

----------------

გაზაფხული
ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა...
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა...

ალერსით უთხრა: „პეპელა,
თავს რითი ირჩენ შენაო?
როგორ არა გღლის მთელი დღე
მოუსვენარი ფრენაო?“

პეპელამ უთხრა: „მინდორში
ვსცხოვრობ მე უზრუნველადო...
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემ საზრდოდ, საწუწნელადო.

რაც დღე მაქვს, ტკბილად ვატარებ,
ჩემს ნებაზედაც დავფრენო,
მაგრამ დღეგრძელი არა ვარ...
გამიშვი... ნუღა მაცდენო!“

ყმაწვილმა ხელი გაუშვა,
გაფრინდა ნაზი პეპელა...
და თითქოს ნიშნად მადლობის,
თავს ევლებოდა ნელ-ნელა.

–––––––––––
გაზაფხული
ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო, საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?

ლექსები გაზაფხულზე / Leqsebi Gazafxulze
  ავტორი: Admin

ასევე იხილეთ:

Leqsebi Gazafxulze / ლექსები გაზაფხულზე Leqsebi Gazafxulze / ლექსები გაზაფხულზე
გაზაფხული ტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავებულან მთები; მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?

Leqsebi 8 Martze / ლექსები 8 მარტზე Leqsebi 8 Martze / ლექსები 8 მარტზე
გახსოვს, ჩემო, მთის ფერდობზე როგორ ვკრეფდით ია–იებს? მოდი, თორემ იმ სიყვარულს წარსული არ გვაპატიებს!... სად წავიდა, სად გაფრინდა ის სინორჩე, ის სიალე? შენზე ფიქრი წვრილ ხაზებად დასტყობია ირგვლივ თვალებს. დღეს კი... დღესაც 8 მარტია... როგორც მაშინ, გვათოვს დღესაც... შესცივნია ჩვენს სულებს და... დაენანა სითბო მზესაც. დანარჩენი ლექსები სრულიადში..

სასიყვარულო ესემესები / Sasiyvarulo esemesebi სასიყვარულო ესემესები / Sasiyvarulo esemesebi
Sasiyvaruli eSeMeSebi / სასიყვარულო ესემესები სასიყვარულო მესიჯების და ლექსების კიდევ ერთი კრებული , რომელიც თქვენი სატრფოს გულის დასაპყრობად გამოგადგებათ

სტატუსები მონატრებაზე / Statusebi Monatrebaze სტატუსები მონატრებაზე / Statusebi Monatrebaze
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...

სტატუსები სიყვარულზე / Sasiyvarulo Statusebi სტატუსები სიყვარულზე / Sasiyvarulo Statusebi
1)- მიყვარხარ,მიყვახრარ,მიყვარხარ, სუ ყველას,სუ ყველას ჯინაზე: ) 2)- როდესაც შეყვარებულიი ხარ , არ შეგიძლია დაიძინო რადგან რეალობა სიზმარზე უკეტესია !! )) 3)- ისევ ჩვენს მუსიკას ვეფერები .. ♥ ისევ ისე ვმღერი ჩემებურად ... )) ისევ აკორდებით გეფერები .. მე ისევ მიყვარხარ ძველებურად .. ♥ 4)-მხოლოდ, ერთი ტყვიით, მე შემწევს ძალა, მხოლოდ ერთხელ, ნელი და ნაზი მოძრაობით გამოვკრა დასასრულს 5)მე, უკვე ნასროლი თოვლის გუნდა ვარ, შენ, ფიფქი შერჩენილი ხელში. ერთხელ მოგიძღვენი მხურვალე კოცნა და თითქოს ჩაიფერფლე ცეცხლში. არც შენ იყავი ყინულის ნატეხი და ლამის შემომადნი ხელში.....

Leqsebi Qalze - 8 Martis Milocva / ლექსები ქალზე - 8 მატის მილოცვა Leqsebi Qalze - 8 Martis Milocva / ლექსები ქალზე - 8 მატის მილოცვა
8 martis milocva 8 მარტის მილოცვა 8 მარტი qalta dgis milocva ქალთა დღის მილოცვა qalta dgis misaloci leqsebi ლექსები 8 მარტზე leqsebi 8 martze არ არსებობენ ცუდი ქალები, ქალს მარადმშვენი უჩანს თვალები... არ არსებობენ, არ არსებობენ,არ არსებობენ ცუდი ქალები.. მაგრამ თუ მაინც ცუდია ქალი,ამაში კაცებს მიგიძღვით ბრალი!!! მკაცრი ხელებით, უშნო ხელებით- ქალს ამახინჯებთ, ან ეფერებით.. მოკლედ არც მეტი და არც ნაკლები- კაცნი ხართ ქალთა მოქანდაკენი...

ლექსები სიყვარულზე / Sasiyvarulo Leqsebi ლექსები სიყვარულზე / Sasiyvarulo Leqsebi
სასიყვარულო ლექსები შეყვარებულთათვის.. იხილეთ სრულიადში..

Leqsebi 3 Martze - Dedaze / ლექსები 3 მარტზე- დედაზე Leqsebi 3 Martze - Dedaze / ლექსები 3 მარტზე- დედაზე
"ია-ია დაგიკრიფეთ, ლურჯთვალა და კოპწია, დედის დღე და გაზაფხული ერთად მომილოცნია." წლებმა საათებად ჩაიარა წლები საათივით მდევდა, დრომ რა უცაბედად გაიარა გრძნობის ყველა წამი დედა.. რამდენ ბოროტებად ჩამეკირა გულში კლდედ ქცეული სევდა მთელი დღეები და ღამეები მუდამ მეყვარები დედა! სხვა ლექსები იხილეთ სრულიადში..

სასაცილო ლექსები / Sasacilo Leqsebi სასაცილო ლექსები / Sasacilo Leqsebi
უამრავი სასაცილო ლექსი სრულიადში ....

საბავშვო ლექსები / Sabavshvo Leqsebi საბავშვო ლექსები / Sabavshvo Leqsebi
კრუხი ახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრუხი არის, როგორ შემომაფრინდა! ამის შემდეგ მე მაგასთან ლაპარაკიც არ მინდა. შენიაო წიწილები, თუგინდ მითხრათ ასჯერაც, სანამ კრუხს არ მომაშორებთ, არავისი არ მჯერა. სხვა ლექსები ნახეთ სრულიადში...

News

The Wolf of Wall Street / მგელი უოლ სტრიტიდან (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: მგელი უოლ სტრიტიდან ორიგინალი დასახელება: ...

Into the Wild / ველურ პირობებში (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ველურ პირობებში ორიგინალი დასახელება: Into the ...

Cidan sam metrze 2 / ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ ...

Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი (ქართულად)
დასახელება: Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი გამოსვლის წელი: 1997 ჟანრი: დრამა ...

The Curious Case of Benjamin Button / ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე (ქართულად)
დასახელება: ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე ორიგინალი დასახელება: The Curious Case Of ...

The Intouchables / ხელშეუხებელნი (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ხელშეუხებელნი ორიგინალი დასახელება: Intouchables ...

The Experiment / ექსპერიმენტი (ქართულად)
წელი: 2010 ხანგრძლივობა: 1 საათი 36 წუთი ქვეყანა: აშშ , ჟანრი: დრამა , ტრილერი ...

American History X / ამერიკული ისტორია X (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ამერიკული ისტორია X ორიგინალი დასახელება: ...

statusebi