ლექსები სიყვარულზე / Leqsebi Siyvarulze » Statusebi.Net - სასაცილო სტატუსები, სასიყვარულო სტატუსები, სტატუსები მონატრებაზე

ბოლოს მოძებნეს
მეგობარი საიტები
TOP სიახლეები
» ლამაზი და ცხოვრების ...
» სტატუსები მეგობრებზ ...
» სტატუსები ადამიანებ ...
» ლამაზი სასიყვარულო ...
» ახალი და საინტერესო ...
» საინტერესო სტატუსებ ...
» ლამაზი და განსხვავე ...
 
ლექსები სიყვარულზე / Leqsebi Siyvarulze  
ლექსები | კომენტარები: [0]
18-02-2012, 18:35
ლექსები სიყვარულზე / Leqsebi Siyvarulze
მიყვარხარ ძლიერ
მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ… რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი,
ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარძლიერ,ძლიერ…მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ…მთელი გრძნობით და ძალით…
მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ,ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი,მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით,
როგორც აროდეს არვინ,არ ჰყვარებია არვის…
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ,სატრფოც ვარ შენი,მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ.
სატრფოვ,შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად,ერთად,მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო,ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო.

----------

ქალთან ნანატრი ღამე…
რა ლამაზი ხარ ქალაუ,
ნეტავ შენს მკერდზე მაძინა,
ჩამაფლო დიდვან მკერდში და
არასდროს გამომაღვიძა.
დაგიკოცნიდი თვალ-ბაგეს,
ნელნელა ჩამოვყვებოდი,
ჭიპამდე რომ მივიდოდი,
ვნებით სულ ჩამოდნებოდი.
შენი სურნელით გაპოხილს,
სუნთქვაც კი შემეკვრებოდა,
დილამდე რომ მივიდოდით,
ისევ განმეორდებოდა.’


ვერონიკა სალაღაია

-----------

მე მეფიქრებით
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.

ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ სიტყვები ჩამაშრა ყელში…
ახლა ღამეა… თამამად გეტყვით, რომ მეფიქრებით…
და, თუ ბოლოა…
ეგ ბოლო სიტყვა დამახალეთ მე საფეთქელში!

ავტორი: გიორგი ბოგველი
----------

ცხოვრებისეული განტოლება
მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,
უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად…
ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს,
რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად…

მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები
და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს,
ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას…
მერე გაქრები…
დიდ მონატრებად მოგიძღვნიან უნაზეს ლექსებს…

ჩვენი ცხოვრება ურთიერთის იყო შეცნობა…
დრომ ყველაფერი განიცადა… გვეყო… დამშვიდდი…
ეკლიან გზაზე ბევრი გვქონდა ალბათ შეცდომა
და სიკისკასეც მრავლად ვნახეთ თოთო ბავშვივით…

მერე რა მოხდა?
რით დასრულდა ძველი ნოველა?
ჩვენს განტოლებას ვერ ვუპოვნეთ ვერც ერთი ფესვი…

მიხეილ სამხარაძე
[06.02.2007]
  ავტორი: Admin
 გადმოწერე: ლექსები სიყვარულზე / Leqsebi Siyvarulze




Tags Open/Close

добрые слова подруге
добрые слова подруге Слова поддержки, утешения ...

стихи о мечте
Рассеянно поправив волоса… Рассеянно поправив ...

цитаты про женскую дружбу
Самым прекрасным моментом в моей жизни я могу назвать ...

Kaspersky Virus Removal Tool 11.0.0.1245 RuS Portable / Сканер
Kaspersky Virus Removal Tool - Бесплатная программа для полной ...

UltraISO Premium Edition 9.5.0 Rus + ключ
UltraISO - программа для работы с различными образами ...

Adobe Dreamweaver CS5 11.0 RUS + Crack
Adobe Dreamweaver – последняя версия программы для создания ...

Public Enemies / საზოგადოების მტერი (ქართულად)
დასახელება: საზოგადოების მტერი ორიგინალი: Public Enemies რეჟისორი: მაიქლ მანი ...

13 going on 30 / ცამეტიდან ოცდაათში (ქართულად)
დასახელება: ცამეტიდან ოცდაათში ორიგინალი: 13 going on 30 რეჟისორი: გარი უინეკი ...

Underworld: Awakening / სხვა სამყარო 4: გამოღვიძება (ქართულად)
დასახელება: სხვა სამყარო 4:გამოღვიძება ორიგინალი: Underworld: Awakening რეჟისორი: მანს ...

Lost Memories / დაკარგული მეხსიერება (ქართულად)
დასახელება: დაკარგული მეხსიერება ორიგინალი: Lost Memories რეჟისორი: სი–მუნგ ლი ...

statusebi