ლექსები | Leqsebi

მეგობარი საიტები
TOP სიახლეები
 

ლამაზი ლექსები სიყვარულზე  
ლექსები | კომენტარები: [3]
6-09-2013, 01:05
ავტორი: Admin
ლამაზი ლექსები სიყვარულზე
ქალის სილამაზე ნეტავ რა ფერია? ყველა
ოცნებაზე მეტად სხვა ფერია. ქალი ქვეყანაზე
მაინც რამდენია? ქალი ტკივილია, ცრემლის
დამდენია. ქალის გახატება ნეტავ სად
წერია? ქალი გამთენიას ლექსად მიწერია.
ქალი ოცნებების არის მეპატრონე, ქალზე
მუზებს მგონი ვეღარ ვთმობ მე. ქალი
სიმარტოვის ჩუმი დარაჯია, გალაკტიონიც
ხომ ქალით ნატანჯია. ქალი ერთი არის
სულში ჩაძირული, მისი არსებობა გულში
გაყინული. ქალი ბევრიც არის ვნების
სურვილებით, ქალის გაბრაზებას როგორ
ვუფრთხილდებით. ქალი ძლიერია,
სამყაროს დაანგრევს, დაამტვრევს საკეტებს,
დალეწავს დარაბებს. მაგრამ ქალი მაინც
სუსტი არსებაა, ქალი სათნოების ჩუმი
სახებაა. ქალის სილამაზე მაინც რა ფერია?
ყველა ოცნებაზე მეტად სხვა ფერია.
ნახვები: 5822

ლექსები სიყვარულზე / Leqsebi Siyvarulze  
ლექსები, Leqsebi Siyvarulze | ლექსები სიყვარულზე | Sasiyvar | კომენტარები: [14]
4-04-2013, 19:10
ავტორი: Admin
ლექსები სიყვარულზე / Leqsebi Siyvarulze
სრულიადში იხილავთ რამოდენიმე ლექსს სიყვარულზე.
ნახვები: 30760

Leqsebi Monatrebaze / ლექსები მონატრებაზე  
ლექსები, Leqsebi Siyvarulze | ლექსები სიყვარულზე | Sasiyvar | კომენტარები: [0]
4-04-2013, 19:10
ავტორი: Admin
Leqsebi Monatrebaze / ლექსები მონატრებაზე
Leqsebi monatrebaze ლექსები მონატრებაზე

მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა ,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.
ნახვები: 19310

Leqsebi Gazafxulze / ლექსები გაზაფხულზე  
ლექსები | კომენტარები: [0]
4-04-2013, 19:10
ავტორი: Admin
Leqsebi Gazafxulze / ლექსები გაზაფხულზე
გაზაფხული
ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?
ნახვები: 4263

Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები  
ლექსები | კომენტარები: [0]
4-04-2013, 19:09
ავტორი: Admin
Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები
Saaxalwlo Leqsebiსაახალწლო ლექსები

ყველა ვედრება ღმერთმა გისმინოს,
ტკბილი სიზმარი ცხადში გენახოს,
და ყველა ნატვრა აგსრულებოდეს,
ამ შობის ღამეს რაც კი გენახოს!

––––––––––––

მსურს,მოგილოცო ბრწყინვალე შობა
და ზედ დავურთო ღვთისმშობლის ლოცვა,
შენი ცხოვრების მეგზური იყოს,
სიყვარული და წმინდანთა ლოცვა!..
ნახვები: 11805

Leqsebi Skolaze / ლექსები სკოლაზე  
ლექსები | კომენტარები: [0]
4-04-2013, 19:09
ავტორი: Admin
Leqsebi Skolaze / ლექსები სკოლაზე
Leqsebi Skolaze ლექსები სკოლაზე
დედიკოს ვფიცავარ

წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!..
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი,
განა ისევ ისა ვარ!
სულ ხუთებზე ვისწავლი,
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!
ნახვები: 13263

Shobis milocva Leqsit / შობის მილოცვა ლექსით  
ლექსები | კომენტარები: [0]
4-04-2013, 19:09
ავტორი: Admin
Shobis milocva Leqsit / შობის მილოცვა ლექსით
Shobis milocva Leqsit Shobis misaloci leqsebi შობის მილოცვა ლექსით შობას გილოცავ qristes shoba

შობის ღამე თენდებოდა
გული რწმენით მევსებოდა,
ტაძარი მრევლს ვერ იტევდა
ცივი ზამთარი ღამეს ითევდა,
ყველა ოჯახში ენთო სანთელი
ცაზე ბრწყინავდა სვეტი ნათელი,
უფალი იშვა საოცარ ღამეს
როგორ არ გინდა სამოთხის გწამდეს,
ზარები რეკენ ყველა ტაძარში
მადლმა დაფარა თბილის ქალაქი,
ღმერთმა გვაჩუქოს ყველას წყალობა
ტაძრიდან ისმოდეს ჩუმი გალობა,
მას შევავედროთ ჩვენი გულები
რწმენა გვიბოძოს ყველას ულევი,
ჩვენც წმინდანებთან ერთად ვილოცოთ
მძიმე ცოდვები მუდამ ვიგლოვოთ,
გალობით ერთმანეთს შობა ვახაროთ
და ქართველობით კვლავ ვიამაყოთ. გილოცავთ ყველას ♥
ნახვები: 6117

Leqsebi Qalze - 8 Martis Milocva / ლექსები ქალზე - 8 მატის მილოცვა  
ლექსები | კომენტარები: [0]
3-03-2013, 19:21
ავტორი: Admin
Leqsebi Qalze - 8 Martis Milocva / ლექსები ქალზე - 8 მატის მილოცვა
8 martis milocva 8 მარტის მილოცვა 8 მარტი qalta dgis milocva ქალთა დღის მილოცვა qalta dgis misaloci leqsebi ლექსები 8 მარტზე leqsebi 8 martze

არ არსებობენ ცუდი ქალები,
ქალს მარადმშვენი უჩანს თვალები...
არ არსებობენ, არ არსებობენ,არ არსებობენ ცუდი ქალები..
მაგრამ თუ მაინც ცუდია ქალი,ამაში კაცებს მიგიძღვით ბრალი!!!
მკაცრი ხელებით, უშნო ხელებით-
ქალს ამახინჯებთ, ან ეფერებით..
მოკლედ არც მეტი და არც ნაკლები-
კაცნი ხართ ქალთა მოქანდაკენი...
ნახვები: 8039

Axali wlis milocva / ახალი წლის მილოცვა  
სხვა, ლექსები | კომენტარები: [0]
12-12-2012, 14:26
ავტორი: Admin
Axali wlis milocva / ახალი წლის მილოცვა
Axali wlis milocva ახალი წლის მილოცვა axali wlis misaloci leqsebi

ახალი წლის მილოცვა

ახალ წელიწადს, წლის თავსა გიკვლევ ვაზისა რქითამცა,
შენიმცა სახლი ავსილა ტყავ-კაბა-ზარბაბიმთაცა;
ცხენზედამც შაგისხდებიან მშვილდისრიანნი, ხმლითამცა,
კარზედამც მოგადგებიან ცხენ-ჯორა-მაფრაშითამცა;
ტახტზედამც დაგიდგებიან თავ-ოქრო-გვირგვინითამცა,
მტერი სუ დაგიბრმავდების, ეშმაკი – ხმელით-ცითამცა,
მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს, მოყვარე მრავალგზითამცა;
პურ-ღვინო დაულეველი, ვით მონადირე წყლითამცა;
სიცოცხლე - გახარებული, მოუწყინარი დღითამცა;
ასრე დასტკბი ამ ქვეყანას, ვით თაფლი ფუტკრის სკითამცა,
უხვადამც მოგეცემოდეთ თვალ-მარგალიტი ზღვითამცა.
ნახვები: 5936

Leqsebi Zamtarze / ლექსები ზამთარზე  
ლექსები | კომენტარები: [0]
2-12-2012, 19:09
ავტორი: Admin
Leqsebi Zamtarze / ლექსები ზამთარზე
პირველი თოვლი
მიხარია, რა კარგია!
თეთრი თოვლი ბრწყინავს!
დღეს პირველი თოვლი მოდის
და თან თითქოს ყინავს!
აი, ახლა გაიხედე:
ზამთარს პირი უჩანს,
თოვლით არის მოფენილი
სახლი, ეზო, ქუჩა.
აბა, ჩქარა ვისაუზმოთ,
საქმე მოვათაოთ
და ფაფუკი თეთრი თოვლით
კარგად ვიგუნდაოთ!
ნახვები: 5687
News

The Wolf of Wall Street / მგელი უოლ სტრიტიდან (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: მგელი უოლ სტრიტიდან ორიგინალი დასახელება: ...

Into the Wild / ველურ პირობებში (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ველურ პირობებში ორიგინალი დასახელება: Into the ...

Cidan sam metrze 2 / ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ციდან სამ მეტრზე 2: მე შენ მინდიხარ ...

Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი (ქართულად)
დასახელება: Good Will Hunting / გენიოსი უილ ჰანტინგი გამოსვლის წელი: 1997 ჟანრი: დრამა ...

The Curious Case of Benjamin Button / ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე (ქართულად)
დასახელება: ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე ორიგინალი დასახელება: The Curious Case Of ...

The Intouchables / ხელშეუხებელნი (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ხელშეუხებელნი ორიგინალი დასახელება: Intouchables ...

The Experiment / ექსპერიმენტი (ქართულად)
წელი: 2010 ხანგრძლივობა: 1 საათი 36 წუთი ქვეყანა: აშშ , ჟანრი: დრამა , ტრილერი ...

American History X / ამერიკული ისტორია X (ქართულად)
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ამერიკული ისტორია X ორიგინალი დასახელება: ...

statusebi